Skip to main content
სეგმენტ დიზაინერის ფილტრების სექცია, საშუალებას გაძლევთ, წინასწარ განსაზღვრული, ინდუსტრიაზე მორგებული ფილტრების მეშვეობით, ძალიან სწრაფად, დამატებითი ტექნოლოგიური კომპეტენციების გარეშე მოძებნოთ კლიენტების საინტერესო ჯგუფები და შექმნათ და მართოთ ნებისმიერი სირთულის სეგმენტები, შემდგომი ანალიტიკის, კომუნიკაციის ან სხვა ბიზნეს საჭიროებებიდან გამომდინარე. Segment Designer Filters ფილტრები დაჯგუფებულია თემატურ ბლოკებში, როგორებიცაა დემოგრაფია, ციფრულ არხებში აქტივობა, პროდუქტების ფლობა და ა.შ. თითოეულ ბლოკს, მარჯვენა ქვედა კუთხეში აქვს გასუფთავების ბმული Clear Filters. ამ ბმულის მეშვეობით, შესაძლებელია ბლოკის ყველა ფილტრის ერთიანად გასუფთავება. კონკრეტულ ბლოკს ან ბლოკის ფარგლებში კონკრეტულ ფილტრ(ებ)ს შესაძლებელია ჰქონდეს დამატებითი პარამეტრი Include/Exclude, რომელიც საშუალებას გაძლევთ, განსაზღვროთ, სეგმენტ დიზაინერმა დაგიბრუნოთ კლიენტები, რომლებიც მითითებულ ფილტრს აკმაყოფილებენ თუ პირიქით, არ აკმაყოფილებენ. ანუ ამ პარამეტრის მეშვეობით განსაზღვრავთ, საბოლოო რეზულტატში კლიენტები, რომლებიც ფილტრმა იპოვა, ჩაითვალოს თუ პირიქით, გამოირიცხოს. ერთი ბლოკის ფარგლებში, ფილტრები ერთმანეთთან ყოველთვის ლოგიკური და (AND) კავშირით არის დაკავშირებული. მაგალითად, თუ დემოგრაფიის ფილტრში აირჩევთ სქესს - მდედრობით და ასაკის შუალედში მიუთითებთ 25-35 წელს, სეგმენტ დიზაინერი ავტომატურად გაფილტრავს მდედრობითი სქესის, 25-დან 35 წლამდე კლიენტებს. ზოგიერთი ფილტრის შემთხვევაში, შესაძლებელია რამდენიმე მნიშვნელობის არჩევა ერთდროულად არჩევა. იმ შემთხვევაში, თუ ერთ ფილტრში რამდენიმე მნიშვნელობაა არჩეული, ეს მნიშვნელობები ერთმანეთს ყოველთვის ლოგიკური ან (OR) კავშირით დაუკავშირდება და გაფილტრულ შედეგში გამოჩნდება ყველა კლიენტი, რომელიც არჩეული მნიშვნელობებიდან ერთ-ერთ მნიშვნელობას აკმაყოფილებს. Segment Designer Multiple Filters ერთი ბლოკის ფარგლებში, შესაძლებელია ბლოკის ფილტრების დუბლირება და სხვადასხვა კომბინაციის აწყობა. ერთი ბლოკის ფარგლებში, ფილტრების დუბლირება და სხვადასხვა კომბინაციის გამოყენება საშუალებას გაძლევთ მარტივად იპოვოთ თქვენთვის სასურველი, კლიენტების ნებისმიერი ჯგუფი. ფილტრების დუბლირებისთვის გამოიყენება ბლოკის ქვედა მარჯვენა კუთხეში არსებული ღილაკი. ღილაკზე დაჭერის შემდეგ, დადუბლირდება ბლოკის ყველა ან კონკრეტული (დამოკიდებულია ბლოკის ფუნქციონალსა და ფილტრების შინაარსზე) ფილტრები და შეძლებთ აირჩიოთ ფილტრების პირველ ჯგუფთან ლოგიკური კავშირის მეთოდებიდან ერთ-ერთი: ლოგიკური და (AND) ან ლოგიკურ ან (OR). Segment Designer Multiple Filters მაგალითად, თუ ბლოკის ფილტრების პირველ ჯგუფში არიჩევთ მდედრობითი სქესის კლიენტებს 25-35 ასაკის შუალედში, ხოლო ბლოკის ფილტრების მეორე ჯგუფში მამრობითი სქესის კლიენტებს, 23-37 წლის შუალედში და ამ ჯგუფებს დააკავშირებთ ან კავშირით, საბოლოო შედეგში მიიღებთ ორივე ტიპის კლიენტების გაერთიანებულ სიმრავლეს. თუ იგივე ფილტრების ჯგუფებს დააკავშირებთ და კავშირით, შედეგი ცარიელი დაბრუნდება, ვინაიდან ერთი და იგივე კლიენტი ერთდროულად ვერ დააკმაყოფილებს ორივე პირობას: სქესი - მდედრობითი და სქესი - მამრობითი. ყოველ დამატებულ ჯგუფს, ქვედა მარცხენა კუთხეში აქვს წაშლის ღილაკი . ამ ღილაკის მეშვეობით შეგიძლიათ წაშალოთ ფილტრების შესაბამისი ჯგუფი. ფილტრების სექციის ქვედა ნაწილში სამუშაო ღილაკებია თავმოყრილი: Segment Designer Filters Footer
  • ღილაკი Clear All ერთიანად ასუფთავებს ყველა ბლოკის ყველა ფილტრს
  • ღილაკი Export to Meta ახდენს მიმდინარე სეგმენტის Meta-ს პლატფორმაზე ექსპორტს, Custome Audience-ს სახი. გაითვალისწინეთ, აუცილებელია ჯერ შეინახოთ სეგმენტი და დაელოდოთ მის გადათვლას და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ მის ექსპორტს Meta-ს პლატფორმაზე.
  • ღილაკი Save ინახავს მიმდინარე მდგომარეობით გაფულტრულ კლიენტებს, როგორც ახალ სეგმენტს. სეგმენტის შენახვისას აუცილებელია მიუთითოთ სეგმენტის უნიკალური სახელი და ფერი, რომლითაც გინდათ დააჯგუფოთ შენახული სეგმენტი
გაითვალისწინეთ: იმისათვის, რომ Export to Meta ღილაკმა იმუშაოს, აუცილებელია Meta-ს Development პლატფორმაზე შექმნათ ახალი აპლიკაცია, რომელზეც გააქტიურებული იქნება Marketing API, ასევე შექმნათ შესაბამისი System User-ი და დააგენერიროთ უვადო წვდომის გასაღები (acces token). ამის შემდეგ, Optio-ს პლატფორმის კონფიგურაციაში აუცილებელია გაიწეროს თქვენი ბიზნესის Ad Account ID და System User-ის წვდომის გასაღები

დემოგრაფიული ფილტრები

დემოგრაფიული ფილტრების ბლოკი სეგმენტ დიზაინერში საშუალებას გაძლევთ გაფილტროთ კლიენტები სხვადასხვა დემოგრაფიული პარამეტრების მიხედვით: Segment Designer Demographics Filter ამ ბლოკში ხელმისაწვდომია შემდეგი ფილტრები:
  • Gender - კლიენტის სქესი. შესაძლო მნიშვნელობები All, Male, Female. იმ შემთხვევაში, თუ აირჩევთ All მნიშვნელობას, რეზულტატში დაბრუნდება ყველა კლიენტი, მათ შორის ისეთებიც, რომლებზეც სქესის მნიშვნელობა გაწერილი არ არის
  • Status - კლიენტის აქტიურობის სტატუსი. შესაძლო მნიშვნელობები All, Active, Inactive. იმ შემთხვევაში, თუ აირჩევთ All მნიშვნელობას, რეზულტატში დაბრუნდება ყველა კლიენტი, მათ შორის ისეთებიც, რომლებზეც აქტიურობის მნიშვნელობა გაწერილი არ არის. გაითვალისწინეთ, რომ აქტიურობის პარამეტრი ბიზნეს პარამეტრია და მისმი მნიშვნელობა თქვენი კომპანიის მიერ არის განსაზღვრული.
  • Age - კლიენტის ასაკობრივი შუალედი. გაფილტვრა შესაძლებელია მინიმალური, მაქსიმალური, ან ორივე პარამეტრით ერთად.
  • Tenure - კლიენტად ყოფნის პერიოდი, თვეებში. გაფილტვრა შესაძლებელია მინიმალური, მაქსიმალური ან ორივე პარამეტრით ერთად.
  • Location - კლიენტის გეოგრაფიული მდეობარეობა. ამ ფილტრში შესაძლებელია გაფილტროთ კლიენტები რეგისტრაციის ფილიალის შესაბამისი ქალაქებით ან არჩეული (ფავორიტი) ფილიალის შესაბამისი ქალაქებით.
  • Labels- კლიენტის ლეიბლები (მაგალითად VIP, Payroll და ა.შ.). გაფილტვრა შესაძლებელია ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელობით. გაითვალისწინეთ, რომ ლეიბლები Optio-ს პლატფორმას თქვენი სისტემებიდან მოეწოდება და წარმოადგენს კლიენტებზე უკვე არსებულ ან ნებისმიერ შედგენილ მახასიათებელს (მაგალითად არის თუ არა კლიენტი შავ სიაში, ეკუთვნის თუ არა რომელიმე მიკრო სეგმენტს და ა.შ.), რომელიც გჭირდებათ შემდგომი გამოყენებისთვის Optio-ს ფარგლებში.
დემოგრაფიული ფილტრების ბლოკში ღილაკის დაჭერის შემთხვევაში დუბლირდება მხოლოდ ლეიბლების ფილტრები.

ციფრული აქტივობის ფილტრები

ციფრული აქტივობის ფილტრების მეშვეობით შეგიძლიათ გაფილტროთ კლიენტები ციფრულ არხებში რეგისტრაციის და სხვადასხვა აქტივობის მიხედვით Segment Designer Digital Activity Filter აღნიშნულ ბლოკში ხელმისაწვდომია შემდეგი ფილტრები:
  • Customer Status - კლიენტის სტატუსი ციფრულ არხ(ებ)ში. შესაძლო მნიშვნელობებია Registered, Blocked, Not Registered, Active. ამჟამად პრაქტიკაში გამოიყენება Registered და Not Registered მნიშვნელობები. მათი მეშვეობით შეგიძლიათ მარტივად გაფილტროთ კლიენტები, ვინც არის ან არ არის რეგისტრირებული თქვენს ციფრულ არხებში. ამ ველში Registered მნიშვნელობის არჩევის შემთხვევაში დამატებით გააქტიურდება პერიოდის ასარჩევი ველები From - To. პერიოდის მითითებით შეგიძლიათ იპოვოთ ის კლიენტები, რომლებიც კონკრეტულ პერიოდში დარეგისტრირდნენ თქვენს ციფრულ არხში.
  • Digital Activity - კლიენტის ციფრული აქტივობის ფილტრი. ფილტრის მნიშვნელობები დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის ინფორმაციას ფლობს და აწვდის ორგანიზაცია Optio-ს პლატფორმას. ჩვეულებრივ, მინიმუმ ყველა ორგანიზაციას აქვს ციფრულ არხში შესვლის დადგენის საშუალება, შესაბამისად Login-ი ერთ-ერთი შესაძლო მნიშვნელობაა. გარდა ამისა, ამ ფილტრის მნიშვნელობებში შეიძლება მოხვდეს ნებისმიერი მოქმედება, რასაც კლიენტი ციფრულ არხში განახორციელებს.
    • Activity Type - ციფრული აქტივობის ტიპი, რომლითაც გინდათ კლიენტების გაფილტვრა (მაგალითად Login). ამ ველში შესაძლებელია მრავალი მნიშვნელობის არჩევა
    • Period - აქტივობის პერიოდი. წინასწარ განსაზღვრული პერიოდები: Today, One Week, One Month, Three Months, Six Months. აღნიშნული ფილტრის არჩევის შემთხვევაში, მოხდება მხოლოდ იმ კლიენტების მოძიება, ვისაც მითითებული აქტივობა უფიქსირდებათ მითითებულ პერიოდში.
    • Channel - ციფრული არხი. იმ შემთხვევაში, თუ თქვენს ორგანიზაციას ერთზე მეტი ციფრული არხი აქვს (მაგალთად ცალკე ვებ ვერსია და ცალკე მობილურის ვერსია), ამ ფილტრის მეშვეობით შესაძლებელია აირჩიოთ მხოლოდ ის არხები, რომელშიც გაინტერესებთ კონკრეტული კლიენტების აქტივობა. ამ ფილტრის მნიშვნელობების სიმრავლე დამოკიდებულია თქვენი ორგანიზაციის ციფრული არხების მრავალფეროვნებაზე.
ღილაკის მეშვეობით ფილტრების ჯგუფების დამატებით და ერთმანეთთან კომბინირებით შეგიძლიათ იპოვოთ კლიენტები, რომლებიც მაგალითად ბოლო 1 თვეში შემოვიდნენ თქვენს ვებ აპლიკაციაში და ამავდროულად, ბოლო სამი თვის მანძილზე არ შემოსულან თქვენს მობაილ აპლიკაციაში.

პროდუქტების ფილტრები

პროდუქტების ფილტრების მეშვეობით შეგიძლიათ მარტივად იპოვოთ კლიენტები, რომლებიც ფლობენ ან პირიქით, არ ფლობენ ამა თუ იმ პროდუქტს. Segment Designer Demographics Filter აღნიშნულ ბლოკში ხელმისაწვდომია შემდეგი ფილტრები:
  • Product Activity Status - პროდუქტის აქტიურობის სტატუსი. შესაძლო მნიშვნელობებია Active, Inactive, Active and Inactive. აღნიშნული ფილტრით შეგიძლიათ იმუშაოთ მხოლოდ აქტიურ, მხოლოდ არააქტიურ ან ორივე სტატუსი მქონე პროდუქტებზე.
  • Product Type - პროდუქტის ტიპი. ერთი შინაარსის მქონე პროდუქტების მაჯგუფებელი ტიპის. მაგალითად Accounts & Cards, Loans, Deposits და ა.შ. ველის მნიშვნელობების სიმრავლე ემთხვევა თქვენს ორგანიზაციაში არსებული პროდუქტის ტიპების სიმრავლეს.
  • Products - პროდუქტი. კონკრეტული პროდუქტების ფილტრი, არჩეული პროდუქტის ტიპისთვის. მაგალითად თუ Product Type-ში არჩეულია Deposit ამ ველში შესაძლებელია აირჩიოთ Term Deposit და ა.შ. ველის მნიშვნელობების სიმრავლე ემთხვევა თქვენს ორგანიზაციაში არსებული პროდუქტების მნიშვნელობების სიმრავლეს.
  • Product Activation/Deactivation Period - პროდუქტის გახსნის/დახურვის პერიოდი. ამ ფილტრით შეგიძლიათ პროდუქტები გაფილტროთ გახსნის/დახურვის პერიოდის მიხედვით.
    • Date Type - ფილტრის ლოგიკა: Open Date ფილტრაცია პროდუქტის გახსნის თარიღით, Close Date ფილტრაცია პროდუქტის დახურვის თარიღით
    • From - To - Date Type პარამეტრიდან გამომდინარე, პროდუქტის გახსნის ან დახურვის პერიოდი
ღილაკით ფილტრების ჯგუფების დამატებთ და ერთმანეთთან კომბინირებით კი შეგიძლიათ იპოვოთ კლიენტები, რომლებიც ერთდროულად ფლობენ A პროდუქტს, მაგრამ არ ფლობენ B პროდუქტს და ა.შ.

ტრანზაქციული ქცევის ფილტრები

ტრანზაქციული ქცევის ფილტრების მეშვეობით შეგიძლიათ იპოვოთ კლიენტები მათი შემოსავლების ან ხარჯების მიხედვით, როგორც პერიოდით, ისე კატეგორიით და ობიექტებით, სადაც ესა თუ ის ტრანზაქცია განახორციელეს. ეს ბლოკი განსაკუთრებით მძლავრი სეგმენტაციის საშუალებას გაძლევთ, რადგან მისი მეშვეობით შეგიძლიათ იპოვოთ კლიენტების სპეციფიური სეგმენტები, უნიკალური ხარჯვითი/შემოსავლების ტენდენციებით. Segment Designer Transactional Behavior Filter ამ ბლოკის ფარგლებში ხელმისაწვდომია შემდეგი ფილტრები:
  • From - To - ტრანზაქციის განხორციელების პერიოდი. საშუალებას გაძლვთ შემოსაზღვროთ პერიოდი, რომლის ფარგლებშიც გაინტერესებთ ტრანზაქციების ფილტრაცია. შესაძლებელია მხოლოდ საწყისი ან საბოლოო თარიღის მითითება.
  • Categories - ტრანზაქციის კატეგორიები. ამ ფილტრით განსაზღვრავთ რომელ კატეგორიაში განხორციელებული ტრანზაქციები გაინტერესებთ (მაგალითად Food and Groceries, Fuel and Gas და ა.შ.). ფილტრში შეგიძლიათ ერთდროულად რამდნეიმე კატეგორია მიუთითოთ. აღნიშნული კატეგორიები Optio-ს პლატფორმის შემადგენელი ნაწილია და სტანდარტულადაა განსაზღვრული. მოიცავს როგორც ხარჯის, ისე შემოსავლის კატეგორიებს.
  • Merchants - ობიექტი სადაც განხორციელდა ტრანზაქცია. ეს ფილტრი საშუალებას გაძლევთ იპოვოთ კლიენტები, რომლებმაც ტრანზაქცია კონკრეტულ ობიექტში განახორციელეს. ფილტრში შეგიძლიათ ერთდროულად რამდენიმე ობიექტი მიუთითოთ. ობიექტების სიმრავლე Optio-ს პლატფორმის მიერ განისაზღვრება და მუდმივად ზრდადია.
  • Channels - არხი, რომელშიც განხორციელდა ტრანზაქცია. ამ ფილტრით შეგიძლიათ დააზუსტოთ არხები, სადაც განხორციელდა ტრანზაქცია. მაგალთად ინტერნეტ-ბანკიდან განხორციელებული ტრანზაქციები და ა.შ. აღნიშნული პარამეტრის მნიშვნელობები დამოკიდებულია თქვენი ორგანიზაციის არხების სიმრავლეზე.
  • Accounts/Cards - ანგარიში/ბარათი, რომლითაც განხორციელდა ტრანზაქცია. ამ ფილტრით შეგიძლიათ შემოსაზღვროთ ტრანზაქციები კონკრეტული ანგარიშის ან ბარათის ტიპებით. მაგალითად Visa Classic-ით განხორციელებული ტრანზაქციები და ა.შ.
ღილაკით ფილტრების ჯგუფების დამატებთ და ერთმანეთთან კომბინირებით კი შეგიძლიათ იპოვოთ კლიენტები, რომლებმაც მაგალითად გასულ 1 კვირაში შეიძინეს სურსათი, მაგრამ არ ჰქონიათ ტრანზაქცია კონკრეტულ სუპერმარკეტში. ან იპოვოთ კლიენტები რომლებიც მუდმივად დადიან კონკრეტულ აფთიაქში და ამავდროულად, არასოდეს არ ასხამენ საწვავს კონკრეტული ბრენდის სადგურში და ა.შ.
გაითვალისწინეთ: იმისათვის, რომ აღნიშნულმა ბლოკმა იმუშაოს, საჭიროა, რომ ან დანერგილი გქონდეთ Optio-ს ტრანზაქციების კატეგორიზაციის მოდული ან Optio-ს პლატფორმას მოაწოდოთ თქვენი ორგანიზაციის მიერ კატეგორიზირებული ტრანზაქციები, გამდიდრებული სავაჭრო ობიექტების ინფორმაციით. თუ ამ პირობიდან ერთ-ერთი მაინც არ სრულდება, აღნიშნული ფილტრები ვერ იმუშავებს

ქულების და პროგნოზების ფილტრები

ქულების და პროგნოზების ფილტრების ბლოკის მეშვეობით შეგიძლიათ იპოვოთ კლიენტები, რომლებიც შეფასებული არიან სხვადასხვა ტიპის ქულებით ან პროგნოზებით: Segment Designer Scores Filter აღნიშნული ბლოკის ფილტრები სრულად იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ტიპის ქულებს/შეფასებებს აგროვებს და ინახავს თქვენი ორგანიზაცია კლიენტის შესახებ ან რა ტიპის პროგნოზირების მოდელებს იყენებს. ამ ბლოკის ფილტრების ყველაზე ხშირი ვარიანტია საკრედიტო ბიუროს ქულა, საკრედიტო ბიუროს შეფასება, რისკის ჯგუფი და ა.შ. მიუხედავად იმისა, თუ რა ტიპის ქულები/პროგნოზები გამოიყენება თქვენს ორგანიზაციაში, ბლოკის მუშაობის პრინციპი მაინც ერთგვაროვანია და მოიცავს შემდეგ პარამეტრებს:
  • Type - ქულის/პროგნოზის ტიპი. ამ ველში ირჩევთ რომელი ქულით/პროგნოზით გინდათ კლიენტების ფილტრაცია, მაგალითად Credit Info Score
  • Score Range - ქულის/პროგნოზის შუალედი. ტიპის არჩევის შემდეგ, არჩეული მნიშვნელობის ტიპიდან გამომდინარე, სისტემა დინამიურად შემოგთავაზებთ შუალედის ასარჩევ ფილტრს. მაგალითად, Credit Info Score-ს შემთხვევაში, ეს იქნება რიცხვითი შუალედი, Credit Info Grade-ს შემთხვევაში ეს იქნება შესაძლო მნიშვნელობების წინასწარ განსაზღვრული სიმრავლე და ა.შ.
ღილაკით ფილტრების ჯგუფების დამატებთ და ერთმანეთთან კომბინირებით კი შეგიძლიათ იპოვოთ კლიენტები, რომლებსაც მაგალითად აქვთ საკრედიტო ქულა 300-დან 400-მდე და ამავდროულად, მომდევნო სამ თვეში სამომხმარებლო სესხის აღების 80%-ზე მაღალი ალბათობა აქვთ.
გაითვალისწინეთ: ქულების შესახებ ინფორმაცია თქვენს ორგანიზაციას უნდა გააჩნდეს შიდა ან გარე წყაროებიდან და ეს ინფორმაცია უნდა გაიცვალოს Optio-ს პლატფორმასთან. რაც შეეხება პროგნოზირების მოდელებს, ამ შემთხვევაში ან თქვენი ორგანიზაცია უნდა ახდენდეს პროგნოზირებას და შესაბამის ინფორმაციას აწვდიდეს Optio-ს პლატფორმას, ან დანერგილი უნდა გქონდეთ Optio-ს პროგნოზირების მოდული, რომელიც თავად ახდენს საფინანსო ინდუსტრიისთვის რელევანტური, სხვადასხვა პროგნოზების დათვლას

სეგმენტები და საკონტაქტო სიები

წარსული კომუნიკაცია