ოპტიოში ყველა მომხმარებელი იდენტიფიცირდება ელექტრონული ფოსტით და პაროლით. სისტემაში შესასვლელად საჭიროა ბროუზერში გახსნათ ოპტიო და შეიყვანოთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი და პაროლი.თუ მონიშნავთ პარამეტრს Remember me , სისტემა დაიმახსოვრებს თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართს და ყოველ ჯერზე აღარ მოგიწევთ მისი თავიდან შეყვანა.ელფოსტის და პაროლის შეყვანის შემდეგ, დააჭირეთ ღილაკს Login , თუ პარამეტრები სწორია, გადამისამართდებით ოპტიოს შიდა გვერდზე და დაინახავთ მენიუს ყველა იმ პუნქტს, რომელზეც გაქვთ წვდომა, ხოლო არასწორი ელფოსტის ან პაროლის შემთხვევაში გამოჩნდება შესაბამისი შეცდომა.
პაროლის აღსადგენად, ავთენტიფიკაციის გვერდზე დააჭირეთ Forgot password? ბმულს. გადახვალთ ახალი პაროლის მოთხოვნის გვერდზეშეიყვანეთ თქვენი მომხმარებლის ელფოსტის მისამართი და დააჭირეთ Send reset link ღილაკს. რამოდენიმე წუთის განმავლობაში ელფოსტის მითითებულ მისამართზე მიიღებთ პაროლის აღდგენის ინსტრუქციასმიღებულ ინსტრუქციაში დააჭირეთ Reset You Password ღილაკს და გამოსულ ფორმაში შეიყვანეთ ახალი პაროლი და ახალი პაროლი განმეორებით
გაითვალისწინეთ, რომ პაროლის სიგრძე უნდა იყოს მინიმუმ 8 სიმბოლო, პაროლი უნდა შეიცავდეს მინიმუმ 1 ციფრს [0-9], 1 მაღალი რეგისტრის სიმბოლოს [A-Z] და 1 სპეცსიმბოლოს [`~!@#$%^&*()_+|{}[];:’”<>,.?/]
ახალი პაროლის მითითების შემდეგ, დააჭირეთ Reset your password ღილაკს. პაროლის წარმატებით ცვლილების ან ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში დაბრუნდება შესაბამისი ინფორმაციის შემცველი შეტყობინება.
პროფილის მართვაში შესასვლელად, სისტემაში შესვლის შემდეგ დააჭირეთ მომხმარებლის პროფილის სურათს, სისტემის ზედა მარჯვენა კუთხეშიგამოსულ მენიუში აირჩიეთ Settings პუნქტი. აღმოჩნდებით პროფილის და პარამეტრების მართვის გვერდზე, მარცხენა მხარეს განთავსებულია მენიუს პუნქტები Account, Security, Appearance
აღნიშნული განყოფილებიდან შეგიძლიათ შეცვალოთ სახელი, გვარი და პროფილის ფოტო, ასევე ნახოთ სისტემაში რეგისტრირებული ელექტრონული ფოსტის მისამართი და თქვენი მომხმარებლის მიმდინარე როლ(ებ)ი
სახელის და გვარის შესაცვლელად, შეიყვანეთ შესაბამისი ინფორმაცია და დააჭირეთ ღილაკს Save
პროფილის სურათის შესაცვლელად, მიიყვანეთ კურსორი სურათის ცენტრში და დააჭირეთ ფოტოაპარატის ღილაკს, აირჩიეთ ახალი სურათი და ატვირთეთ
პროფილის არსებული სურათის წასაშლელად, მიიყვანეთ თაგუნას ისარი სურათის ცენტრში და დააჭირეთ წაშლის ღილაკს
აღნიშნული განყოფილებიდან შეგიძლია შეცვალოთ მიმდინარე პაროლი:
გაითვალისწინეთ, რომ პაროლის სიგრძე უნდა იყოს მინიმუმ 8 სიმბოლო, პაროლი უნდა შეიცავდეს მინიმუმ 1 ციფრს [0-9], 1 მაღალი რეგისტრის სიმბოლოს [A-Z] და 1 სპეცსიმბოლოს [`~!@#$%^&*()_+|{}[];:’”<>,.?/]
პაროლის შესაცვლელად შეავსეთ მიმდინარე პაროლი, ახალი პაროლი და ახალი პაროლი განმეორებით. იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარე პაროლი სწორია და ახალი პაროლი და განმეორებითი პაროლი ერთმანეთს ემთხვევა, Save ღილაკის დაჭერის შემდეგ პაროლი შეიცვლება ახალი პაროლით, სხვა შემთხვევაში სისტემა გამოიტანს შეცდომის შესახებ შეტყობინებას, შეცდომის დეტალური აღწერით.