
კლიენტის ჩატვირთვა
კლიენტის პროფილის ჩატვირთვა შესაძლებელია კლიენტების სიიდან ან მენიუსCustomers → Find Customer პუნქტიდან.
Find Customer პუნქტის გამოყენების შემთხვევაში, გაიხსნება კლიენტის პროფილის ცარიელი ფორმა. ფორმაზე არსებული კლიენტი ფილტრის მეშვეობით, შეგიძლიათ ჩატვირთოთ კონკრეტული კლიენტი. აღნიშნულ ფილტრში უნდა გადაეცეს კლიენტის უნიკალური იდენტიფიკატორი Customer ID, ან პირადი ნომერი Personal ID:

კლიენტის ზოგადი ინფორმაცია
კლიენტის პროფილის ფორმაზე კლიენტის ზოგადი ინფორმაცია განაწილებულია ფორმის სათაურის და კლიენტის პერსონალური ინფორმაციის ბლოკებში:
- კლიენტის სახელი და გვარი
- კლიენტის აქტიურობის სტატუსი, შესაძლო მნიშვნელობებით
ActiveდაInactive - Tenure - რამდენი ხანია რაც კლიენტი რეგისტრირებულია კომპანიაში
- დაბადების თარიღი და ასაკი
- ქალაქი
- ფილიალი
- ტელეფონის ნომრები
- ელფოსტის მისამართები
ინფორმაცია პროდუქტების, არხების და ფინანსების შესახებ
Products & Channels ბლოკში მოცემულია ინფორმაცია კლიენტის პროდუქტების, ციფრული არხების და ფინანსების შესახებ
ფინანსები
- Average Income - ბოლო 3 თვის საშუალო შემოსავალი (გარდა კატეგორიისა “Other Income”)
- Debit Turnover - ბოლო 3 თვის დებეტური ბრუნვა
- Credit Turnover - ბოლო 3 თვის კრედიტული ბრუნვა
- Total Loans - მიმდინარე მომენტში აქტიური სესხების ჯამური მოცულობა
- Total Savings - მიმდინარე მომენტში აქტიური დეპოზიტების ჯამური მოცულობა
გაითვალისწინეთ: ფინანსური ინფორმაცია გამოჩნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პლატფორმის ფარგლებში აქტიურია ტრანზაქციების კატეგორიზაციის მოდული ან ბანკი თავად გვაწვდის ტრანზაქციებზე კატეგორიების შესახებ ინფორმაციას
Visa Classic Debit Card, Consumer Loan და ა.შ. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტს ერთზე მეტი, ერთი და იგივე პროდუქტი აქვს, ამ ბლოკში პროდუქტი გამოჩნდება ერთხელ.
ციფრული არხები
ამ ბლოკში მოცემულია იმ ციფრული არხების ჩამონათვალი, რომელშიც კლიენტი ბოლო 3 თვის განმავლობაში ერთხელ მაინც შევიდა, მაგალითად: Internet Bank, Mobile Bank და ა.შ.
ლეიბლები
თითოეულ კლიენტს შეიძლება გააჩნდეს დამატებითი მახასიათებლები - “ლეიბლები”. ლეიბლი წარმოადგენს კლიენტის ნებისმიერ მახასიათებელს, რომელიც განსაზღვრულია ორგანიზაციის ფარგლებში და მოდის ოპტიოს პლატფორმაში კლიენტის ინფორმაციის ფარგლებში. მაგალითად:VIP კლიენტი, ინსაიდერი, თანამშრომლი და ა.შ. ყველა ლეიბლი, რომელიც კლიენტზეა განსაზღვრული, ჩანს კლიენტის პროფილის ლეიბლების ბლოკში.

სეგმენტები და საკონტაქტო სიები
პლატფორმაში კლიენტების საკონტაქტო სიის მეშვეობით შეტვირთვისას, კლიენტი და საკონტაქტო სია უკავშირდება ერთმანეთს. აღნიშნული კავშირი ორმხრივია, როგორც საკონტაქტო სიიდან შეძლება ვნახოთ კლიენტები, ასევე კლიენტის პროფილიდან შეგვიძლია გავიგოთ, თუ რომელ საკონტაქტო სიებში შეგვხვდა ეს კლიენტი. ყველა ის საკონტაქტო სია, რომელშიც მოხვედრილია კლიენტი, სიაში გამოჩნდება მომწვანო ფერის ელემენტების სახით. ანალოგიურად საკონტაქტო სიებისა, სეგმენტ დიზაინერით შექმნილი სეგმენტების შემთხვევაშიც, კლიენტის პროფილიდან შეგვიძლია ვნახოთ ყველა ის სეგმენტი, რომელშიც აღნიშნული კლიენტი არის მოხვედრილი. სეგმენტები ჩანს საკონტაქტო სიების შემდეგ, მოვარდისფრო ფონის მქონე ელემენტებით.
შემოსავლები და ხარჯები
ხარჯების ჩანართზე შეგიძლიათ ნახოთ ბოლო თვის მანძილზე კლიენტის მიერ გაწეული ხარჯების ჩაშლა კატეგორიების და თვის დღეების მიხედვით. აღნიშნული სტატისტიკის ნახვა შესაძლებელია ტრანზაქციების ჯამური მოცულობით -Volume, ან რაოდენობით Quantity.
კატეგორიების დიაგრამა (Doughnut chart) საშუალებას გაძლევთ, ნახოთ რომელ კატეგორიებში რა მოცულობის ხარჯი ქონდა კლიენტს ან რამდენი ტრანზაქცია შეასრულა, ბოლო 1 თვის განმავლობაში. კალენდრის მეშვეობით შეგიძლიათ შეაფასოთ თვის რომელ რიცხვებში იყო კლიენტი აქტიური და პასიური ხარჯვით ნაწილში.


გაითვალისწინეთ: შემოსავლებისა და ხარჯების ანალიტიკა გამოჩნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პლატფორმის ფარგლებში აქტიურია ტრანზაქციების კატეგორიზაციის მოდული ან ბანკი თავად გვაწვდის ტრანზაქციებზე კატეგორიების შესახებ ინფორმაციას
კამპანიებში მონაწილეობა
კლიენტის პროფილიდან შეგიძლიათ ნახოთ ინდივიდუალური კლიენტის მონაწილეობა სხვადასხვა მარკეტინგულ კამპანიებში, ბოლო 3 თვის განმავლობაში. აღნიშნული სია სტანდარტულად აჩვენებს ყველა ტიპის კამპანიას, თუმცა შესაძლებელია მისი გაფილტვრა კამპანიის ტიპების მიხედვით:All- ყველა ტიპის კამპანიაOffer- შეთავაზების ტიპის კამპანიაTraffic- ტრაფიკის ტიპის კამპანიაInformational- საინფორმაციო ტიპის კამპანია

არხების სტატისტიკა
კამპანიებში მონაწილეობის გარდა, კლიენტის პროფილი საშუალებას გაძლევთ ნახოთ კლიენტთან კომუნიკაციის სტატისტიკა არხების ჭრილში:- Targeted - კლიენტი მოხვდა კამპანიის სამიზნე აუდიტორიაში
- Distributed - კლიენტს გაეგზავნა შეტყობინება
- Delivered - კლიენტმა მიიღო გაგზავნილი შეტყობინება
- Engaged - კლიენტის მხრიდან განხორციელდა არხის შესაბამისი აქტივობა (მაგალითად კლიენტმა დააჭირა შეტყობინებაში გაგზავნილ ბმულს)


