Skip to main content
შაბლონების მართვის გვერდი გამოიყენება სხვადასხვა საკომუნიკაციო არხისთვის შაბლონების მართვისათვის. შესაძლებელია შაბლონების მართვა შემდეგი არხებისთვის SMS, Email, Push, Call და Banner. ამ ფორმაზე ჩანს ყველა არსებული შაბლონი. შესაძლებელია შაბლონების ფილტრაცია, ფილტრების შენახვა, სიის სვეტების კონფიგურირება, არსებული შაბლონების რედაქტირება ან წაშლა და ახალი შაბლონების დამატება.

ახალი შაბლონის შექმნა

ახალი შაბლონის შესაქმნელად დააჭირეთ ფორმის ზედა მარჯვენა კუთხეში არსებულ + New ღილაკს და აირჩიეთ სასურველი არხი:
Content - SMSSMS შაბლონის სავალდებულო ველებია შაბლონის დასახელება და გასაგზავნი საკომუნიკაციო ტექსტი. მხოლოდ ამ ორი ველის შევსების შემდეგ გახდება აქტიური Save ღილაკი და შეძლებთ შაბლონის შენახვას.SMS შაბლონის შექმნა შეგიძლიათ 4 ენაზე და თითოეული ენისთვის ტრანსლიტერირებული შაბლონის დამატება. თავდაპირველად შაბლონის შექმნისას, ნაგულისხმევი ენა არის ქართული. SMS შაბლონის შექმნისას შეგიძლიათ გამოიყენოთ დინამიური ცვლადები: Name, Vocative Name და Unsubscribe.კომპანიის მოთხოვნიდან გამომდინარე დინამიურ ცვლადების შესაძლოა დაემატოს სხვადასხვა ცვლადები რომელიც გამოიყინება პერსონიფიცირებული, კლიენტზე მორგებული კომუნიკაციისას. მაგალითად:
  • Name ცვლადის არჩევისას, პერსონიფიცირებულ კამპანიაში, აღნიშნული ცვლადის ადგილას კლიენტის სახელი ავტომატურად ჩაჯდება
  • Vocative Name პარამეტრის არჩევისას, ჩანაცვლება მოხდება კლიენტის სახელის წოდებით ბრუნვაში ჩასმული ფორმით
  • Unsubscribe პარამეტრის არჩევისას, შეტყობინების ბოლოში ავტომატურად ჩაჯდება SMS Off-ის შესაბამისი ტექსტი, წინასწარ კონფიგურირებული ტელეფონის ნომრით, მითითებულ Sender-ზე.
იმისათივს რომ კონტენტში ავტომატურად მოხდეს აღნინული ცვლადების ჩანაცვლება, ბაზაში მოწესრიგებული ფორმით უნდა იყოს გაწერილი აღნიშნული ცვლადების შესაბასიმი ინფორმაცია.Enable Transliteration ჩართვის შემდეგ, გამოდის დამატებითი ველები ტრანსლიტერირებული ტექსტისთვის, Content-ის ანალოგიური ვიზუალით და ფუნქციებით.
გაითვალისწინეთ: Default Language ღილაკის ჩართვისას, აღნიშნული ენის კონტენტი გახდება ნაგულისხმევი და იმ შემთხვევაში თუ კლიენტს არ აქვს დაკონკრეტებული სასურველი საკომუნიკაციო ენა, შეტყობინება მიუვა ნაგულისხმევ ენაზე.
SMS კონტენტში შესაძლებელია გამოიყენოთ ერთი ან მეტი ბმული. პლატფორმა ავტომატურად მოახდენს ბმულების შემოკლებას და შემდგომ ტრეკინგს. აღნიშნული ფუნქციონალის მეშვეობით, შეძლებთ კლიენტის დონეზე გქონდეთ ბმულებზე გადასვლის ანალიტიკა.
გაითვალისწინეთ: იმისათვის, რომ სისტემამ მოახდინოს ბმულების შემოკლება და ტრეკინგი, აუცილებელია ბმული აკმაყოფილებდეს ფორმატს: http://address.com ან https://address.com
Email შაბლონის შესაქმნელად გვაქვს ორი ტიპის რედაქტორი:
  • Design Editor - შაბლონის აწყობა შესაძლებელია ვიზუალური კომპონენტებით, პლატფორმის ფარგლებში
  • Code Editor - შაბლონი შეგიძლიათ ააწყოთ გარე სისტემაში და დააიმპორტოთ ოპტიოში, მზა HTML-ის სახით
ორივე რედაქტორის შემთხვევაში, სავალდებულო ველებია Title, Subject და Content.Subject და Content ველებში შესაძლებელია დინამიური ცვლადების გამოყენება:
  • Name ცვლადის არჩევისას, პერსონიფიცირებულ კამპანიაში, აღნიშნული ცვლადის ადგილას კლიენტის სახელი ავტომატურად ჩაჯდება
  • Vocative Name პარამეტრის არჩევისას, ჩანაცვლება მოხდება კლიენტის სახელის წოდებით ბრუნვაში ჩასმული ფორმით
იმისათივს რომ კონტენტში ავტომატურად მოხდეს აღნინული ცვლადების ჩანაცვლება, ბაზაში მოწესრიგებული ფორმით უნდა იყოს გაწერილი აღნიშნული ცვლადების შესაბასიმი ინფორმაცია.Email კონტენტში შესაძლებელია გამოიყენოთ ერთი ან მეტი ბმული. პლატფორმა ავტომატურად მოახდენს ბმულების შემოკლებას და შემდგომ ტრეკინგს. აღნიშნული ფუნქციონალის მეშვეობით, შეძლებთ კლიენტის დონეზე გქონდეთ ბმულებზე გადასვლის ანალიტიკა.
გაითვალისწინეთ: იმისათვის, რომ სისტემამ მოახდინოს ბმულების შემოკლება და ტრეკინგი, აუცილებელია ბმული აკმაყოფილებდეს ფორმატს: http://address.com ან https://address.com
Call შაბლონის აუცილებელი ველებია Title და Content. SMS შაბლონის მსგავსად, აქაც გვაქვს დინამიური ცვლადების გამოყენების შესაძლებლობა.მარჯვენა მხარეს არსებულ Preview ფანჯარაში ჩანს, თუ როგორ გამოჩნდება შაბლონი ვიზუალურად. ისევე როგორც SMS და Email შაბლონებში, Preview-ში, დინამიური ცვლადების ადგილას გამოჩნდება შემთხვევითი მონაცემები.Content - Call