კლიენტების რაოდენობა და აქტიურობა
ანალიტიკის პირველ ბლოკში მოცემულია ინფორმაცია კლიენტების რაოდენობის და აქტიურობის სტატუსის შესახებ. კლიენტების რაოდენობა გვიჩვენებს მიმდინარე ფილტრებით რამდენი კლიენტი გვყავს ორგანიზაციაში, ხოლო აქტიურობის დიაგრამა აჩვენებს აღნიშნული კლიენტების განაწილებას აქტიური/პასიური სტატუსის მიხედვით. გრაფიკზე კურსორის მიტანის შემთხვევაში, გამოჩნდება შესაბამისი სტატუსის მქონე კლიენტები რაოდენობა.
გაითვალისწინეთ: კლიენტის აქტიურობა/პასიურობის სტატუსი წარმოადგენს ბიზნეს პარამეტრს, რომლის ლოგიკასაც განსაზღვრავს ორგანიზაცია და არა ოპტიოს პლატფორმა
კლიენტების განაწილება სქესის და ასაკის მიხედვით
ამ დიაგრამაზე ჩანს კლიენტების განაწილება სქესის და ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. დიაგრამის თითოეულ ელემენტზე კურსორის მიტანისას კი ჩანს აღნიშნულ ასაკობრიც ჯფუგში, აღნიშნული სქესის კლიენტების რაოდენობა და პროცენტული განაწილება.
კლიენტად ყოფნის ხანგრძლივობა
სეგმენტ დიზაინერის Tenure ბლოკი აჩვენებს კლიენტების განაწილებას, კლიენტად ყოფნის ხანგრძლივობის მიხედვით. აღნიშნული ვადა ითვლება კლიენტად რეგისტრაციის თარიღიდან. გრაფიკზე კლიენტები დაჯგუფებულია პერიოდების მიხედვით, მაგალითად 6 თვეზე ახალი კლიენტები, 2-დან 5 წლამდე კლიენტები, 10 წელზე მეტი ხნის კლიენტები და ა.შ.
კლიენტების გეოგრაფიული განაწილება
კლიენტების გეოგრაფიული განაწილების ბლოკი აჩვენებს კლიენტების განაწილებას ქალაქების მიხედვით. რაც უფრო მეტი კლიენტია თავმოყრილი ქალაქში, მითუ უფრო დიდია შესაბამისი ინდიკატორი რუკაზე. ინდიკატორზე კურსორის მიტანის შედეგად გამოჩნდება დეტალები ქალაქის და კლიენტების რაოდენობის შესახებ.
ციფრული აქტივობა
ციფრული აქტივობის ბლოკის მეშვეობით, შეგიძლიათ ნახოთ კლიენტების რა რაოდენობაა რეგისტრირებული თქვენს ციფრულ არხებში, ასევე როგორია მათი აქტივობა ციფრულ არხებში შესვლის და სხვადასხვა მოქმედებების განხორციელების მიხედვით. დიაგრამის თითოეულ ელემენტზე კურსორის მიტანისას გამოჩნდება ელემენტის შესაბამისი, დეტალური ინფორმაცია.
პროდუქტების ფლობა

ქულები და პროგნოზები
ქულების და პროგნოზების ბლოკის მეშვეობით შეგიძლიათ ნახოთ კლიენტების სხვადასხვა ტიპის ქულებისა და პროგნოზების ვიზუალიზაცია. თითოეული ქულის/პროგნოზისთვის გამოჩნდება ცალკე დიაგრამა, მონაცემის ტიპიდან გამომდინარე (მაგალითად ხაზოვანი, სვეტოვანი და ა.შ.)
კლიენტების სია
სეგმენტ დიზაინერში, გარდა ანალიტიკური ვიზუალიზაციისა, ასევე შესაძლებელია გაფილტრული კლიენტების სახელობითი სიის ნახვა, დამატებით ფილტრაცია, ექსპორტი და ა.შ. ამისათვის გამოიყენება სეგმენტ დიზაინერის ანალიტიკური ნაწილისCustomer List ჩანართი. აღნიშნული ჩანართი წარმოადგენს კლიენტების სიის ანალოგიურ ფორმას, შესაბამისად, მისი ფუნქციონალიც იდენტურია: შესაძლებელია კლიენტების დამატეიბთ ფილტრაცია, სორტირება და ყველა ის ოპერაცია, რაც სტანდარტული ცხრილების მეშვეობითაა შესაძლებელი.


