Skip to main content
საკონტაქტო სიები გამოიყენება პლატფორმაში კლიენტების ან ლიდების შესატვირთად. საკონტაქტო სიის ფორმაზე შესასვლელად დააჭირეთ მენიუში Customers -> Contact Lists პუნქტს: Contact List ამ ფორმაზე ჩანს ყველა არსებული საკონტაქტო სია, შესაძლებელია საკონტაქტო სიების ფილტრაცია, ფილტრების შენახვა, სიის სვეტების კონფიგურირება, არსებული სიების რედაქტირება ან წაშლა და ახალი სიების დამატება.

ახალი საკონტაქტო სიის შექმნა და შევსება

ახალი საკონტაქტო სიის შესაქმნელად დააჭირეთ ფორმის ზედა მარჯვენა კუთხეში არსებულ + New ღილაკს: Add Contact List გამოსულ კონტექსტურ მენიუში აირჩიეთ სასურველი პუნქტი, შემდეგი პრინციპით:
  • თუ ტვირთავთ არსებული კლიენტების სიას, რომელთა იდენტიფიცირებაც შესაძლებელია პირადი ნომრით ან კლიენტის ნომრით, მაშინ აირჩიეთ Customer List
  • თუ ტვირთავთ არაკლიენტების სიას, მაშინ აირჩიეთ Lead list
ამის შემდეგ, გაიხსენება ახალი, ცარიელი საკონტაქტო ფორმის სია. პირველ რიგში შეავსეთ სიის დასახელება (აღწერა სურვილისამებრ) და დააჭირეთ შენახვის ღილაკს Save: Save Contact List სიის შენახვის შემდეგ, შეძლებთ პროვნებების ინფორმაციის ჯგუფურად შეტვირთვას ფაილის მეშვეობით ან ინდივიდუალურად, ინფორმაციის ხელით შეტანით. ინფორმაციის შეტვირთვა შესაძლებელია შესაბამისი შაბლონების მეშვეობით. აღნიშნული შაბლონების ჩამოტვირთვა საკონტაქტო სიის ფორმიდანაა შესაძლებელი: Download Template შესაძლებელია ისარგებლოთ CSV ან XLSX ფორმატის შაბლონით. თითოეული შაბლონისათვის არსებობს 2 ვერსია:
  • Match by ID: ამ შაბლონში აუცილებელია შეავსოთ კლიენტის უნიკალური იდენტიფიკატორი, რომლითაც ხდება კლიენტების იდენტიფიცირება თქვენს შიდა სისტემებში (მაგალითად Core სისტემაში)
  • Match by Personal ID: ამ შაბლონში აუცილებელია შეავსოთ კლიენტის პირადი ნომერი.
ორივე შაბლონი შეიცავს სტანდარტულ ველებს:
  • Customer ID - კლიენტის უნიკალური იდენტიფიკატორი თქვენს სისტემაში. შევსება აუცილებელია Match by ID შაბლონის შემთხვევაში
  • Personal ID - კლიენტის პირადი ნომერი. შევსება აუცილებელია Match by Personal ID-ს შემთხვევაში
  • Email - ელექტრონული ფოსტის მისამართი. შევსება აუცილებელია თუ საკონტაქტო სიაზე
  • Mobile - მობილურის ნომერი. შევსება აუცილებელია SMS ან სატელეფონო კამპანიის შემთხვევაში. ქვეყნის კოდი მითითებული იქნება თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს.
  • Push Token - Push-ის უნიკალური ტოკენი. შევსება აუცილებელია Push კამპანიის შემთხვევაში
  • First Name - სახელი. აუცილებელია თუ კამპანიაში საჭიროა პერსონალიზაცია სახელით
  • Last Name - გვარი
  • Gender - სქესი (male/female)
  • Birth Date - დაბადების თარიღი YYYY-MM-DD (მაგალითად 1990-12-28)
  • SMS Text - SMS-ის ტექსტი. აუცილებელია იმ შემთხვევაში, თუ კამპანიის ტექსტი უნდა განისაზღვროს ინდივიდუალურად, კლიენტის მიხედვით, ფაილიდან.
  • Registration Branch ID - კლიენტის რეგისტრაციის ფილიალის უნიკალური იდენტიფიკატორი. აუცილებელია სატელეფონო კამპანიების შემთხვევაში.
  • Relationship Manager ID - კლიენტის პირადი ბანკირის/საკრედიტო ექსპერტის უნიკალური იდენტიფიკატორი. აუცილებელია სატელეფონო კამპანიების შემთხვევაში.
ფაილის შეტვირთვის შემდეგ, სისტემა ავტომატურად მოახდენს კლიენტების იდენტიფიცირებას ბაზაში ID-ს ან Personal ID-ს მიხედვით და თუ ბაზაში უკვე არსებობს კლიენტი, რომელიც ფაილით შეიტვირთა, მოხდება შეტვირთული ჩანაწერის დაკავშირება ბაზაში უკვე არსებულ კლიენტთან. ამის შემდგომ, ყოველთვის, როცა აღნიშნულ საკონტაქტო სიას გამოიყენებთ (მაგალითად გააგზავნით კამპანიას საკონტაქტო სიის მიხედვით), ყველა სახის ინფორმაცია და სტატისტიკა დაუკავშირდება სისტემაში იდენტიფიცირებულ კლიენტს, მიუხედავად იმისა, რომ კლიენტი საკონტაქტო სიითაა ატვირთული. საკონტაქტო სიის შეტვირთვის პროცესში, მოქმედებს გარკვეული წესები:
  • იმ შემთხვევაში, თუ ერთ საკონტაქტო სიაში, ერთი და იგივე ID ან Personal ID განმეორდება რამდენჯერმე, პლატფორმაში შეიტვირთება ამ ID-ზე არსებული ბოლო ჩანაწერის ინფორმაცია, ხოლო ინტერფეისში გამოვა შესაბამისი შეტყობინება.
  • იმ შემთხვევაში, თუ შეტვირთული კლიენტი უკვე არსებობს ბაზაში, კლიენტის ინფორმაცია პლატფორმის ფარგლებში დარჩება იგივე, რაც იყო ბაზაში (მაგალთად სახელი, ტელეფონის ნომერი და ა.შ.) თუმცა თუ კონკრეტულ საკონტაქტო სიას გამოიყენებთ კამპანიაში, უპირატესობა მიენიჭება საკონტაქტო სიის საკონტაქტო მონაცემებს. მაგალითად: თუ სისტემაში არსებობს კლიენტი John Doe, პირადი ნომრით 0123456789 და ტელეფონის ნომრით 500 112233, ხოლო საკონტაქტო სიიდან შეიტვირთა იგივე კლიენტი, სახელით Johnie Doe, პირადი ნომრით 0123456789 და ტელეფონის ნომრით 500 445566, კამპანიაში ამ საკონტაქტო სიის გამოყენების შემთხვევაში, შეტყობინება გაიგზავნება 500 445566 ნომერზე, ხოლო თუ აღნიშნული კლიენტი მოხვდება სეგმენტში, რომელიც სეგმენტ დიზაინერიდან შეიქმნება და ამ სეგმენტზე კამპანიას გავაგზავნით, ამ შემთხვევაში შეტყობინება გაიგზავნება 500 112233 ნომერზე. ეს ფუნქციონალი არსებულ კლიენტებთან, განსხვავებულ ნომრებზე კომუნიკაციის საშუალებას იძლევა.
საკონტაქტო ასევე სიაში შესაძლებელია პიროვნების/კლიენტის ჩანაწერის დამატება ხელით, შესაბამისი ფორმის მეშვეობით. ამისათვის საჭიროა მარჯვენა ზედა კუთხეში დააჭიროთ ღილაკს + Add Add Record To Contact List მარჯვენა მხარეს გაიხსნება პიროვნების დამატების ფორმა, შესაბამისი ველებით Add Person To Contact List აღნიშნული ფორმის ველები ემთხვევა ასატვირთი ფაილის ველებს და მუშაობს ანალოგიური პრინციპით. პიროვნების მონაცემების ცვლილების შემდეგ, ცვლილებები Save ღილაკის გამოყენებით.

არსებული საკონტაქტო სიის ან სიაში პიროვნების რედაქტირება

უკვე არსებულ საკონტაქტო სიაზე შესაძლებელია სახელის და აღწერის ცვლილება, ასევე შესაძლებელია ჩანაწერების დამატება ან რედაქტირება. სიაში ჩაანაწერების დამატება და ცვლილება შესაძლებელია როგორც ხელით, ისე ფაილის ატვირთვით. ფაილის ატვირთვის შემთხვევაში, ფაილში არსებული ჩანაწერები დაემატება საკონტაქტო სიაში უკვე არსებულ ჩანაწერებს. იმ შემთხვევაში, თუ ატვირთული ჩანაწერი ემთხვევა უკვე არსებულს, მოხდება არსებული ჩანაწერის განახლება ბოლოს ატვირთული ჩანაწერით. ასევე შესაძლებელია არსებული ჩანაწერის ხელით დამატება ან რედაქტირება. დამატების პროცესი ანალოგიურია ახალ საკონტაქტო სიაში ჩანაწერის ხელით დამატების პროცესისა. არსებული პიროვნების რედაქტირებისთვის, საკონტაქტო სიის დეტალური ფორმიდან დააჭირეთ სასურველი პიროვნების Customer ID, Pesonal ID, First Name, Last Name ველებიდან ერთ-ერთს. ეკრანის მარჯვენა მხარეს გაიხსნება აღნიშნული პიროვნების რედაქტირების ფორმა, შევსებული მონაცემებით Unsyncronized Person Edit იმ შემთხვევაში, თუ პიროვნების ინფორმაცია სინქრონიზირებულია ორგანიზაციის კლიენტების ბაზასთან, შესაძლებელი იქნება მხოლოდ საკონტაქტო ინფორმაციის ცვლილება, ხოლო დანარჩენი ველები არარედაქტირებად რეჟიმში გამოჩნდება, ხოლო ფორმის თავზე დაინახავთ შესაბამის შეტყობინებას Syncronized Person Edit

არსებული საკონტაქტო სიის ან სიაში პიროვნების წაშლა

სისტემაში შესაძლებელია როგორც მთლიანი საკონტაქტო სიის მთლიანად წაშლა, ისე სიაში კონკრეტული ჩანაწერების წაშლა. მთლიანი სიის წასაშლელად საკონტაქტო სიების ფორმაში მოძებნეთ სასურველი ჩანაწერი და მარჯვენა მხარეს დააჭირეთ წაშლის ღილაკს: Delete Contact List საკონტაქტო სიიდან კონკრეტული პიროვნების წასაშლელად, გახსენით საკონტაქტო სიის დეტალური ფორმა, მოძებნეთ სასურველი პიროვნება და ჩანაწერს მარჯვენა კუთხეში დააჭირეთ წაშლის ღილაკს: Delete Contact List
გაითვალისწინეთ, რომ საკონტაქტო სიის ან სიიდან პიროვნების წაშლა, არ იმოქმედებს იმ კამპანიებზე, რომელშიც ეს საკონტაქტო სია უკვე გამოყენებულია და აღნიშნულ კამპანიებში სიის მონაცემები უცვლელი დარჩება