განსახორციელებელი ზარების სია
თუ თქვენს მომხმარებელს აქვს შესაბამისი პოზიცია (ქოლცენტრის ოპერატორი, ფილიალის თანამშრომელი/ოპერატორი, საკრედიტო ექსპერტი/საკრედიტო ოფიცერი) და ჩართული გაქვთ შესაბამისი უფლებები, მენიუში ხელმისაწვდომი იქნებაMy Campaigns პუნქტი. აღნიშნულ პუნქტზე დაჭერის შემდეგ, გაიხსნება My Campaigns ფორმა და ჩაიტვირთება ყველა კამპანია და კლიენტი, ვისთანაც უნდა განახორციელოთ ზარები.

Campaign IDკამპანიის უნიკალური იდენტიფიკატორიCampaign Nameკამპანიის დასახელებაCustomer IDკლიენტის უნიკალური იდენტიფიკატორიCustomer Nameკლიენტის სახელი და გვარიRegistration Branchკლიენტის რეგისტრაციის ფილიალიRegistration Cityკლიენტის რეგისტრაციის ქალაქიPreffered Branchკლიენტის რჩეული ფილიალიPreffered Cityკლიენტის რჩეული ქალაქიStart Dateკამპანიის დაწყების თარიღიEnd Dateკამპანიის დასრულების თარიღიCall Statusკომუნიკაციის სტატუსიCall Statusშეთავაზების სტატუსი- ზარის აღრიცხვის ღილაკის
ზარის აღრიცხვა
ზარის აღრიცხვის ღილაკზე დაჭერისას, სიის მარჯვენა მხარეს გაიშლება ზარის აღრიცხვის ფორმა
Content-ის ბლოკში მოცემულია ზოგადი ან კონკრეტული ინსტრუქციები, რითიც უნდა იხელმძღვანელოთ ზარის პროცესში. ამის შემდგომ მოდის Call Status ველი - კომუნიკაციის სტატუსის მისათითებლად. აღნიშნულ ველში სტანდარტულად შესაძლებელია მიეთითოს შემდეგ მნიშვნელობები:
Incorrect Number- ნომერი არასწორიაNo Answer- ადრესატმა არ გვიპასუხაCall Back Later- ადრესატმა მოითხოვა მოგვიანებით გადარეკვაContacted- ადრესატთან კონტაქტი შედგა
გაითვალისწინეთ, რომ სხვადასხვა ორგანიზაციის შემთხვევაში სტატუსები შეიძლება განსხვავდებოდეს როგორც შინაარსით, ისე დასახელებით
Call Back გადამრთველი. მისი ჩართვის შემთხვევაში, გააქტიურდება თარიღის არჩევის ველი, სადაც შეგიძლიათ აირჩიოთ გადარეკვის თარიღი. ასეთ შემთხვევაში, სისტემა ავტომატურად გაჩვენებთ ამ ზარს როგორც დასარეკს, როდესაც გადარეკვის თარიღი დადგება.
იმ შემთხვევაში, თუ კომუნიკაციის სტატუსში აირჩევთ Contacted მნიშვნელობას, გააქტიურდება ველი Offer Status - შეთავაზების სტატუსი. აღნიშნულ ველში შეგიძლიათ მიუთითოთ შეთავაზების მიმდინარე სტატუსი. სტანდარტულად, ამ ველში შესაძლებელია აირჩიოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი მნიშვნელობა:
Hard Rejectკლიენტმა უარი განაცხადა კონკრეტულ შეთავაზებაზე და ზოგადად არ არის დაინტერესებული სამომავლო შეთავაზებებითSoft Rejectკლიენტმა უარი განაცხადა კონკრეტულ შეთავაზებაზე, თუმცა სამომავლო შეთავაზებები შესაძლოა განიხილოსNeeds More Timeკლიენტმა დამატებითი დრო სჭირდება მოსაფიქრებლად (ეს სტატუსი ძირითადადCall Backგადამრთველთან ერთად გამოიყენება)Negotiationკლიენტი დაინტერესებულია შეთავაზებით და მიმდინარეობს დეტალებზე მოლაპარაკებაAcceptedკლიენტი დათანხმდა შეთავაზებას
Cancel- აუქმებს ნებისმიერ ცვლილებას და ხურავს ფორმასSave- ინახავს ცვლილებებს და ხურავს ფორმასSave & Next- ინახავს ცვლილებას და ავტომატურად ხსნის შემდეგ დასამუშავებელ ჩანაწერს სიიდან
ზარის ისტორია
ზარის აღრიცხვის ფორმის ქვედა ნაწილში, კომენტარის ველის შემდეგ, ჩანს კლიენტთან კომუნიკაციის სრული ისტორია, ასეთის არსებობის შემთხვევაში

