> ## Documentation Index
> Fetch the complete documentation index at: https://docs.optio.ai/llms.txt
> Use this file to discover all available pages before exploring further.

# ინტერფეისი

Optio აგებულია თანამედროვე, ინტუიტიური ინტერფეისის პრინციპებით, რათა მომხმარებლისთვის პლატფორმაში მუშაობა მაქსიმალურად მარტივი და მოსახერხებელი იყოს.

### მთავარი გვერდი და ნავიგაცია

სისტემაში ავთენტიფიკაციის შემდეგ, გადამისამართდებით პლატფორმის შიდა გვერდზე და შეუძლია დაიწყოს პლატფორმის გამოყენება

<img src="https://mintcdn.com/optio/6V7fOlN_yszv7BOJ/images/common/dashboard.png?fit=max&auto=format&n=6V7fOlN_yszv7BOJ&q=85&s=9261f23a3bd14db676cf73a313ae5451" alt="Dashboard" className="rounded-lg mx-auto" width="1856" height="965" data-path="images/common/dashboard.png" />

პლატფორმის ინტერფეისის სტრუქტურა სტანდარტული და ინტუიტიურია:

ინტერფეისის მარცხენა მხარეს ხელმისაწვდომია ნავიგაციის მენიუ. შესაძლებელია მენიუ მუდმივად ჩანდეს, მუდმივად შეკეცილი იყოს ან თაგუნას მიტანისას გამოიშალოს.

ინტერფეისის ზედა ნაწილში განთავსებულია (მარცხნიდან მარჯვნივ) ღილაკები შემდეგი თანმიმდევრობით:

1. <Icon icon="menu" /> მენიუს სრულად გაქრობა/გამოჩნა
2. <Icon icon="arrow-left-right" /> მენიუს დაკეცვა/გაშლა
3. <Icon icon="expand" /> ინტერფეისის მთელ ეკრანზე გაშლა
4. <Icon icon="moon" /> ფერთა გამის გადართვა ღია/მუქ რეჟიმზე
5. <Icon icon="bell" /> პლატფორმის ნოტიფიკაციები
6. <Icon icon="circle-user" /> მომხმარებლის ავატარი და კონტექსტური მენიუ

<Note>გაითვალისწინეთ: სისტემაში ავთენტიფიცირებული მომხმარებლის უფლებებიდან გამომდინარე, მენიუ და მთავარი გვერდი შეიძლება ვიზუალურად განსხვავებდებოდეს ილუსტრირებული გვერდისგან</Note>

### ცხრილები

პლატფორმის ინტერფეისში ხშირად არის გამოყენებული ცხრილები. ცხრილის სრული ფუნქციონალი გულისხმობს სორტირებას, გადაფურცვლას, სვეტების გაქრობა/გამოჩენას, მონაცემების გაფილტვრას, ფილტრების შენახვას, რედაქტირებას და წაშლას

<img src="https://mintcdn.com/optio/6V7fOlN_yszv7BOJ/images/common/list_example.png?fit=max&auto=format&n=6V7fOlN_yszv7BOJ&q=85&s=3afe8b3a84308b1e0ca46b548bf7f73e" alt="Data Table Example" className="rounded-lg mx-auto" width="1867" height="960" data-path="images/common/list_example.png" />

#### ცხრილის გადაფურცვლა

ცხრილებს გააჩნია გადაფურცვლის სტანდარტული ფუნქციონალი. გადაფურცვლა, ასევე გვერდზე ჩანაწერების რაოდენობის მითითება შესაძლებელია ცხრილის ქვედა ნაწილში არსებული გადაფურცვლის კონტროლების მეშვეობით

<img src="https://mintcdn.com/optio/6V7fOlN_yszv7BOJ/images/common/paging_footer.png?fit=max&auto=format&n=6V7fOlN_yszv7BOJ&q=85&s=9635512bbcb8f2e0ef3c387a4bc01a0e" alt="Data Table Pager" className="rounded-lg mx-auto" width="417" height="50" data-path="images/common/paging_footer.png" />

#### ცხრილის სვეტების კონფიგურირება

სისტემაში შესძლებელია ცხრილის სვეტების კონფიგურირება, თქვენი საჭიროების მიხედვით - სვეტების გამოჩენა/გაქრობა და თანმიმდევრობის ცვლილება. კონფიგურაცია შესაძლებელია თუ ცხრილის თავზე ჩანს შესაბამისი <Icon icon="tally-4" /> ღილაკი. ღილაკზე დაჭერის შემდეგ, გამოჩნდება ცხრილის ველების საკონფიგურაციო ინტერფეისი

<img src="https://mintcdn.com/optio/6V7fOlN_yszv7BOJ/images/common/table_column_config.png?fit=max&auto=format&n=6V7fOlN_yszv7BOJ&q=85&s=62e2d3c08942dc96283c5f7bf37b1e77" alt="Table Column Configuration" className="rounded-lg mx-auto" width="215" height="645" data-path="images/common/table_column_config.png" />

შეგიძლიათ აირჩიოთ ან გამორთოთ სასურველი ველები შესაბამისი ჩამრთველების მეშვეობით ან შეცვალოთ ველების თანმიმდევრობა. ამისათვის მიიყვანეთ კურსორი ველის მარჯვენა მხარეს, გამოჩნდება ღილაკი <Icon icon="grip-vertical" /> დააჭირეთ ღილაკს და სვეტი გადაიტანეთ სასურველ ადგილას.

<img src="https://mintcdn.com/optio/6V7fOlN_yszv7BOJ/images/common/table_column_reorder.png?fit=max&auto=format&n=6V7fOlN_yszv7BOJ&q=85&s=794da138d17ff347589830d87dc7b67d" alt="Table Column Reorder" className="rounded-lg mx-auto" width="225" height="268" data-path="images/common/table_column_reorder.png" />

მითითებული კონფიგურაცია შეინახება თქვენი მომხმარებლის ფარგლებში.

#### ცხრილის ჩანაწერების სორტირება

ცხრილის მონაცემების სორტირება შესაძლებელია სასურველი ველის მიხედვით, ზრდადობით ან კლებადობით. უმრავლეს შემთხვევაში, სტანდარტულად ცხრილები სორტირებულია ჩანაწერების უნიკალური ID-ს ან ჩანაწერის თარიღის მიხედვით.

სასურველი სვეტით სიის ჩანაწერების სორტირებისთვის აუცილებელია თაგუნა დააჭიროთ შესაბამისი სვეტის სათაურს. თუ სვეტზე სორტირება გააქტიურებულია, მონაცემები დასორტირდება შესაბამისი ლოგიკით და სვეტის სათაურზე დამატებით გამოჩნდება სორტირების ინდიკატორი ზრდადობით <Icon icon="chevron-up" /> ან კლებადობით <Icon icon="chevron-down" />.

#### ცხრილის ფილტრაცია

იმ შემთხვევაში, თუ ცხრილზე გააქტიურებულია ფილტრაციის ფუნქციონალი, ცხრილის თავზე გამოჩნდება ფილტრის ველი, რომელიც საშუალებას იძლევა, გაფილტროთ ჩანაწერები მრავალი ველის კომბინაციით.

მონაცემების გასაფილტრად აუცილებელია ჩასვათ კურსორი ფილტრის ველში, ჩამოიშლება შესაძლო ველების ჩამონათვალი

<img src="https://mintcdn.com/optio/6V7fOlN_yszv7BOJ/images/common/filter_choose_property.png?fit=max&auto=format&n=6V7fOlN_yszv7BOJ&q=85&s=8cc0298806261029dda6a575f58c61a7" alt="Choose Filter Property" className="rounded-lg mx-auto" width="677" height="417" data-path="images/common/filter_choose_property.png" />

აირჩიეთ ან შეიყვანეთ ველის დასახელება და დააჭირეთ `Enter`-ს, ველი დაფიქსირდება ფილტრში, და ჩამოიშლება შედარების შესაძლო ოპერატორების ჩამონათვალი

<img src="https://mintcdn.com/optio/6V7fOlN_yszv7BOJ/images/common/filter_choose_logic.png?fit=max&auto=format&n=6V7fOlN_yszv7BOJ&q=85&s=403aa0145c9ad7d61a2f02a1dba8f176" alt="Choose Filter Operator" className="rounded-lg mx-auto" width="747" height="395" data-path="images/common/filter_choose_logic.png" />

აირჩიეთ ან შეიყვანეთ ოპერატორის დასახელება და დააჭირეთ `Enter`-ს, ველის ტიპიდან გამომიდნარე (ტექსტი, თარიღი, სიმრავლე და ა.შ.) სისტემა მოგცემთ საშუალებას შეიყვანოთ მნიშვნელობა ხელით ან აირჩიოთ განსაზღვრული სიმრავლიდან

<img src="https://mintcdn.com/optio/6V7fOlN_yszv7BOJ/images/common/filter_choose_value.png?fit=max&auto=format&n=6V7fOlN_yszv7BOJ&q=85&s=1c0d6a74b19c842d0a2017c880291e1b" alt="Choose Filter Value" className="rounded-lg mx-auto" width="568" height="318" data-path="images/common/filter_choose_value.png" />

დაასრულეთ ფილტრის შეყვანა თაგუნაზე ან `Enter` ღილაკზე დაჭერით. სისტემა მოძებნის ფილტრის შესაბამის მონაცემებს და ასეთების არსებობის შემთხვევაში ცხრილში გამოიტანს შესაბამის ჩანაწერებს ან ცარიელ შედეგებს.

შესაძლებელია ერთროულად მრავალი ფილტრის გამოყენება, მაგალითად შეგიძლიათ კამპანიების სია გაფილტროთ სტატუსით და ტიპით

<img src="https://mintcdn.com/optio/6V7fOlN_yszv7BOJ/images/common/filter_multiple.png?fit=max&auto=format&n=6V7fOlN_yszv7BOJ&q=85&s=409b133eaedc41f8f197db5e10440a70" alt="Filter Multiple Properties" className="rounded-lg mx-auto" width="636" height="393" data-path="images/common/filter_multiple.png" />

ასეთ შემთხვევაში, ფილტრის სხვადასხვა პირობები ერთმანეთთან ყოველთვის ლოგიკური `AND (და)` პირობით დაკავშირდება. თუ გჭირდებათ ფილტრების ერთმანეთთან დაკავშირება ლოგიკური `OR (ან)` პირობით, ამისათვი საჭიროა ჩამოშლილ სიაში ახალი ველის არჩევამდე აირჩოით `OR` ოპერატორის

<img src="https://mintcdn.com/optio/6V7fOlN_yszv7BOJ/images/common/filter_or_logic.png?fit=max&auto=format&n=6V7fOlN_yszv7BOJ&q=85&s=36ef414cdbc00b380d77babf16990cb7" alt="Filter Using OR Operator" className="rounded-lg mx-auto" width="937" height="255" data-path="images/common/filter_or_logic.png" />

ხოლო შემდეგ მიუთითოთ სასურველი ველ(ებ)ი.

ცხრილზე დადებული ფილტრების წაშლა შესაძლებელია ინდივიდუალურად, ან ერთიანად, შესაბამისი ღილაკის გამოყენებით

<img src="https://mintcdn.com/optio/6V7fOlN_yszv7BOJ/images/common/filter_clear.png?fit=max&auto=format&n=6V7fOlN_yszv7BOJ&q=85&s=cb29e259bcd136debe6ec69e89b3e1b1" alt="Clear Filter" className="rounded-lg mx-auto" width="1787" height="125" data-path="images/common/filter_clear.png" />

#### ცხრილის ფილტრების შენახვა და მართვა

ცხრილზე დადებული ფილტრები შეგიძლიათ შეინახოთ შაბლონად და გამოიყენოთ მომავალში, საჭიროებისამებრ. ცხრილის ფილტრების შესანახად გაფილტრეთ ცხრილი და დააჭირეთ ცხრილის მარცხნივ არსებულ ღილაკს <Icon icon="bookmark-plus" /> ფილტრის ველი შეიცვლება ფილტრის დასახელების ველად, რომელშიც უნდა ჩაწეროთ სასურველი სახელი

<img src="https://mintcdn.com/optio/6V7fOlN_yszv7BOJ/images/common/filter_save_new.png?fit=max&auto=format&n=6V7fOlN_yszv7BOJ&q=85&s=0f9150a68af8340ec1cf17f96909849c" alt="Save Filter" className="rounded-lg mx-auto" width="1047" height="77" data-path="images/common/filter_save_new.png" />

სახელის შევსების შემდეგ, დააჭირეთ ღილაკს <Icon icon="circle-check" />

უკვე შენახული ფილტრების გამოსაყენებლად ან წასაშლელად დააჭირეთ ფილტრის მარცხენა მხარეს არსებულ ღილაკს <Icon icon="list-filter" /> ჩამოიშლება შენახული ფილტრების სია

<img src="https://mintcdn.com/optio/6V7fOlN_yszv7BOJ/images/common/filter_saved_manage.png?fit=max&auto=format&n=6V7fOlN_yszv7BOJ&q=85&s=ab20bc7e6ad9d5d8b8d4f4ed0a154fcd" alt="Save Filter" className="rounded-lg mx-auto" width="665" height="377" data-path="images/common/filter_saved_manage.png" />

დააჭირეთ სასურველ დასახელებას და ცხრილი გაიფილტრება შესაბამისი ფილტრებით ან დააჭირეთ დასახელების გასწვრივ წაშლის ღილაკს <Icon icon="trash" /> და შენახული ფილტრი წაიშლება.

#### ცხრილის ექსპორტი

იმ შემთხვევაში, თუ ცხრილზე ხელმისაწვდომია მონაცემების ექსპორტი და თქვენს მომხმარებელს ჩართული აქვს შესაბამისი უფლება, ცხრილის თავზე გამოჩნდება ექსპორტის ღილაკი

<img src="https://mintcdn.com/optio/6V7fOlN_yszv7BOJ/images/common/table_export.png?fit=max&auto=format&n=6V7fOlN_yszv7BOJ&q=85&s=e4e548c70657d9407086bd371ce361e7" alt="Export" className="rounded-lg mx-auto" width="1868" height="323" data-path="images/common/table_export.png" />

ღილაკზე დაჭერის შემდეგ, სისტემა ფონურ რეჟიმში დაიწყებს ფაილის მომზადებას, შესაბამისი ინდიკატორი გამოჩნდება ექსპორტის ღილაკის ადგილას

<img src="https://mintcdn.com/optio/6V7fOlN_yszv7BOJ/images/common/table_exporting.png?fit=max&auto=format&n=6V7fOlN_yszv7BOJ&q=85&s=bcd1a7bac5ed7dee4c63fee545f8646b" alt="Export In Progress" className="rounded-lg mx-auto" width="1866" height="265" data-path="images/common/table_exporting.png" />

ფაილის მომზადების შემდეგ (მომზადების დრო დამოკიდებულია დასაექსპორტებელი მონაცემების რაოდენობაზე) ექსპორტის ინდიკატორი შეიცვლება გადმოსაწერი ფაილის ბმულით, რომელზე დაჭერის შემდეგაც შეძლებთ დაექსპორტებული ფაილის გადმოწერას

<img src="https://mintcdn.com/optio/6V7fOlN_yszv7BOJ/images/common/table_export_download.png?fit=max&auto=format&n=6V7fOlN_yszv7BOJ&q=85&s=6c45314140fa7887aa5da5163352e1c3" alt="Download Exported File" className="rounded-lg mx-auto" width="1868" height="317" data-path="images/common/table_export_download.png" />
