> ## Documentation Index
> Fetch the complete documentation index at: https://docs.optio.ai/llms.txt
> Use this file to discover all available pages before exploring further.

# მომხმარებელი და პროფილი

### სისტემაში შესვლა

ოპტიოში ყველა მომხმარებელი იდენტიფიცირდება ელექტრონული ფოსტით და პაროლით. სისტემაში შესასვლელად საჭიროა ბროუზერში გახსნათ ოპტიო და შეიყვანოთ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი და პაროლი.

<img src="https://mintcdn.com/optio/6V7fOlN_yszv7BOJ/images/common/authentication.png?fit=max&auto=format&n=6V7fOlN_yszv7BOJ&q=85&s=9776bfcfb4f7476af16607a0c929e2a3" alt="Authentication" className="rounded-lg mx-auto" width="1478" height="824" data-path="images/common/authentication.png" />

თუ მონიშნავთ პარამეტრს `Remember me` , სისტემა დაიმახსოვრებს თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართს და ყოველ ჯერზე აღარ მოგიწევთ მისი თავიდან შეყვანა.

ელფოსტის და პაროლის შეყვანის შემდეგ, დააჭირეთ ღილაკს `Login` , თუ პარამეტრები სწორია, გადამისამართდებით ოპტიოს შიდა გვერდზე და დაინახავთ მენიუს ყველა იმ პუნქტს, რომელზეც გაქვთ წვდომა, ხოლო არასწორი ელფოსტის ან პაროლის შემთხვევაში გამოჩნდება შესაბამისი შეცდომა.

### პაროლის აღდგენა

პაროლის აღსადგენად, ავთენტიფიკაციის გვერდზე დააჭირეთ `Forgot password?` ბმულს. გადახვალთ ახალი პაროლის მოთხოვნის გვერდზე

<img src="https://mintcdn.com/optio/6V7fOlN_yszv7BOJ/images/common/request_password_reset.png?fit=max&auto=format&n=6V7fOlN_yszv7BOJ&q=85&s=28a10dc9cc882acb7757a0c557e23263" alt="Request Password Reset" className="rounded-lg mx-auto" width="350" height="346" data-path="images/common/request_password_reset.png" />

შეიყვანეთ თქვენი მომხმარებლის ელფოსტის მისამართი და დააჭირეთ `Send reset link`  ღილაკს.  რამოდენიმე წუთის განმავლობაში ელფოსტის მითითებულ მისამართზე მიიღებთ პაროლის აღდგენის ინსტრუქციას

<img src="https://mintcdn.com/optio/6V7fOlN_yszv7BOJ/images/common/reset_password_email.png?fit=max&auto=format&n=6V7fOlN_yszv7BOJ&q=85&s=df60a968034dfafd98cf65686a4c02ea" alt="Password Reset Email" className="rounded-lg mx-auto" width="573" height="480" data-path="images/common/reset_password_email.png" />

მიღებულ ინსტრუქციაში დააჭირეთ `Reset You Password`  ღილაკს და გამოსულ ფორმაში შეიყვანეთ ახალი პაროლი და ახალი პაროლი განმეორებით

<Warning>გაითვალისწინეთ, რომ პაროლის სიგრძე უნდა იყოს მინიმუმ 8 სიმბოლო, პაროლი უნდა შეიცავდეს მინიმუმ 1 ციფრს \[0-9], 1 მაღალი რეგისტრის სიმბოლოს \[A-Z] და 1 სპეცსიმბოლოს \[\`\~!@#\$%^&\*()\_+|\{}\[];:'"\<>,.?/]</Warning>

<img src="https://mintcdn.com/optio/6V7fOlN_yszv7BOJ/images/common/reset_password.png?fit=max&auto=format&n=6V7fOlN_yszv7BOJ&q=85&s=55038d5cb8c71f1b416740344526d3b4" alt="Password Reset" className="rounded-lg mx-auto" width="346" height="384" data-path="images/common/reset_password.png" />

ახალი პაროლის მითითების შემდეგ, დააჭირეთ `Reset your password` ღილაკს. პაროლის წარმატებით ცვლილების ან ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში დაბრუნდება შესაბამისი ინფორმაციის შემცველი შეტყობინება.

### მომხმარებლის პროფილის მართვა

პროფილის მართვაში შესასვლელად, სისტემაში შესვლის შემდეგ დააჭირეთ მომხმარებლის პროფილის სურათს, სისტემის ზედა მარჯვენა კუთხეში

<img src="https://mintcdn.com/optio/6V7fOlN_yszv7BOJ/images/common/profile_menu_icon.png?fit=max&auto=format&n=6V7fOlN_yszv7BOJ&q=85&s=d9afe0253a4b6ef0b66d46967fc64d3d" alt="User Avatar" className="rounded-lg mx-auto" width="1849" height="148" data-path="images/common/profile_menu_icon.png" />

გამოსულ მენიუში აირჩიეთ `Settings` პუნქტი. აღმოჩნდებით პროფილის და პარამეტრების მართვის გვერდზე, მარცხენა მხარეს განთავსებულია მენიუს პუნქტები `Account`, `Security`, `Appearance`

#### `Account` განყოფილება

აღნიშნული განყოფილებიდან შეგიძლიათ შეცვალოთ სახელი, გვარი და პროფილის ფოტო, ასევე ნახოთ სისტემაში რეგისტრირებული ელექტრონული ფოსტის მისამართი და თქვენი მომხმარებლის მიმდინარე როლ(ებ)ი

<img src="https://mintcdn.com/optio/6V7fOlN_yszv7BOJ/images/common/profile_management_account.png?fit=max&auto=format&n=6V7fOlN_yszv7BOJ&q=85&s=9a1289e42b53aad8a72d9e231dfa5534" alt="Account management" className="rounded-lg mx-auto" width="1870" height="964" data-path="images/common/profile_management_account.png" />

* სახელის და გვარის შესაცვლელად, შეიყვანეთ შესაბამისი ინფორმაცია და დააჭირეთ ღილაკს `Save`
* პროფილის სურათის შესაცვლელად, მიიყვანეთ კურსორი სურათის ცენტრში და დააჭირეთ ფოტოაპარატის ღილაკს, აირჩიეთ ახალი სურათი და ატვირთეთ
* პროფილის არსებული სურათის წასაშლელად, მიიყვანეთ თაგუნას ისარი სურათის ცენტრში და დააჭირეთ წაშლის ღილაკს

#### `Security` განყოფილება

აღნიშნული განყოფილებიდან შეგიძლია შეცვალოთ მიმდინარე პაროლი:

<Warning>გაითვალისწინეთ, რომ პაროლის სიგრძე უნდა იყოს მინიმუმ 8 სიმბოლო, პაროლი უნდა შეიცავდეს მინიმუმ 1 ციფრს \[0-9], 1 მაღალი რეგისტრის სიმბოლოს \[A-Z] და 1 სპეცსიმბოლოს \[\`\~!@#\$%^&\*()\_+|\{}\[];:'"\<>,.?/]</Warning>

<img src="https://mintcdn.com/optio/6V7fOlN_yszv7BOJ/images/common/profile_managemt_security.png?fit=max&auto=format&n=6V7fOlN_yszv7BOJ&q=85&s=6bb70f87a8142cf43da54d5c60f38105" alt="Security management" className="rounded-lg mx-auto" width="1870" height="959" data-path="images/common/profile_managemt_security.png" />

პაროლის შესაცვლელად შეავსეთ მიმდინარე პაროლი, ახალი პაროლი და ახალი პაროლი განმეორებით. იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარე პაროლი სწორია და ახალი პაროლი და განმეორებითი პაროლი ერთმანეთს ემთხვევა, `Save` ღილაკის დაჭერის შემდეგ პაროლი შეიცვლება ახალი პაროლით, სხვა შემთხვევაში სისტემა გამოიტანს შეცდომის შესახებ შეტყობინებას, შეცდომის დეტალური აღწერით.

#### `Appearance` განყოფილება

აღნიშნული განყოფილებიდან შეგიძლიათ შეცვალოთ სისტემის ვიზუალური მხარე:

<img src="https://mintcdn.com/optio/6V7fOlN_yszv7BOJ/images/common/profile_management_settings.png?fit=max&auto=format&n=6V7fOlN_yszv7BOJ&q=85&s=259bcb15e6b185af2b96a6ed01243db4" alt="Settings Management" className="rounded-lg mx-auto" width="1865" height="967" data-path="images/common/profile_management_settings.png" />

`Theme` - სისტემის ფერთა გამა სამი შესაძლო ვარიანტით:

* `Default` - სტანდარტული ფერთა გამა
* `Purple` - იისფერი ფერთა გამა
* `Amber` - ქარვისფერი ფერთა გამა

`Scheme` - სისტემის ვიზუალური რეჟიმი, სამი შესაძლო მნიშვნელობით:

* `Auto` - ვიზუალური რეჯიმი დამოკიდებულია თქვენი კომპიუტერის ვიზუალურ რეჟიმზე
* `Dark` - "ბნელი" ვიზუალური რეჟიმი
* `Light` - "ნათელი" ვიზუალური რეჟიმი

`Layout` - სისტემის ვიზუალური განლაგება, 3 შესაძლო ვარიანტით:

* `Dense` - მჭიდროდ განლაგებული კომპონენტები, რაც ზრდის სამუშაო სივრცეს
* `Classic` - "კლასიკური" განლაგება, მუდმივად გამოშლილი მარცხენა მენიუთი
* `Modern` - მენიუ განთავსებულია ჰორიზონტალურად, გვერდის თავზე, ნაცვლად მარცხენა ვერტიკალური განლაგებისა
