> ## Documentation Index
> Fetch the complete documentation index at: https://docs.optio.ai/llms.txt
> Use this file to discover all available pages before exploring further.

# ანალიტიკა

სეგმენტ დიზაინერი, შერჩეული ფილტრების მიხედვით, ახდენს ანალიტიკური ინფორმაციის ვიზუალიზაციას, სხვადასხვა სახით. ვიზუალიზაცია დაყოფილია თემატურ ბლოკებად, შესაბამისი ინფორმაციით. გაითვალისწინეთ, რომ ანალიტიკის ყველა მაჩვენებელი ითვალისწინებს ფილტრების მიმდინარე მდგომარეობას. თუ არცერთი ფილტრი არ არის გამოყენებული, მაშინ ანალიტიკა კლიენტების სრულ ბაზაზე მუშაობს.

#### კლიენტების რაოდენობა და აქტიურობა

ანალიტიკის პირველ ბლოკში მოცემულია ინფორმაცია კლიენტების რაოდენობის და აქტიურობის სტატუსის შესახებ. კლიენტების რაოდენობა გვიჩვენებს მიმდინარე ფილტრებით რამდენი კლიენტი გვყავს ორგანიზაციაში, ხოლო აქტიურობის დიაგრამა აჩვენებს აღნიშნული კლიენტების განაწილებას აქტიური/პასიური სტატუსის მიხედვით. გრაფიკზე კურსორის მიტანის შემთხვევაში, გამოჩნდება შესაბამისი სტატუსის მქონე კლიენტები რაოდენობა.

<img src="https://mintcdn.com/optio/q-yshBO7g11tS_u5/images/common/customers_segment_designer_number_of_customers_and_activity.png?fit=max&auto=format&n=q-yshBO7g11tS_u5&q=85&s=b37b80324b8d395c965a9ce841228fa2" alt="Customer Number and Activity" className="rounded-lg mx-auto" width="1866" height="961" data-path="images/common/customers_segment_designer_number_of_customers_and_activity.png" />

თუ კლიენტებზე აქტიურობის ინფორმაცია შევსებული არ არის, ბლოკის სათაურთან გამოჩნდება სტანდარტული საინფორმაციო ნიშანი <Icon icon="triangle-alert" color="#E8BBD0" /> და კურსორის მიტანის შემდეგ, გამოჩნდება დეტალური ინფორმაცია, არასრული მონაცემების შესახებ.

<Note>გაითვალისწინეთ: კლიენტის აქტიურობა/პასიურობის სტატუსი წარმოადგენს ბიზნეს პარამეტრს, რომლის ლოგიკასაც განსაზღვრავს ორგანიზაცია და არა ოპტიოს პლატფორმა</Note>

#### კლიენტების განაწილება სქესის და ასაკის მიხედვით

ამ დიაგრამაზე ჩანს კლიენტების განაწილება სქესის და ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. დიაგრამის თითოეულ ელემენტზე კურსორის მიტანისას კი ჩანს აღნიშნულ ასაკობრიც ჯფუგში, აღნიშნული სქესის კლიენტების რაოდენობა და პროცენტული განაწილება.

<img src="https://mintcdn.com/optio/q-yshBO7g11tS_u5/images/common/customers_segment_designer_gender_age_distribution.png?fit=max&auto=format&n=q-yshBO7g11tS_u5&q=85&s=877e31d8a11a51d72f2bb1a60280a28f" alt="Age and Gender Statistics" className="rounded-lg mx-auto" width="1865" height="956" data-path="images/common/customers_segment_designer_gender_age_distribution.png" />

თუ კლიენტებზე ასაკის/სქესის ინფორმაცია შევსებული არ არის, ბლოკის სათაურთან გამოჩნდება სტანდარტული საინფორმაციო ნიშანი <Icon icon="triangle-alert" color="#E8BBD0" /> და კურსორის მიტანის შემდეგ, გამოჩნდება დეტალური ინფორმაცია, არასრული მონაცემების შესახებ.

#### კლიენტად ყოფნის ხანგრძლივობა

სეგმენტ დიზაინერის Tenure ბლოკი აჩვენებს კლიენტების განაწილებას, კლიენტად ყოფნის ხანგრძლივობის მიხედვით. აღნიშნული ვადა ითვლება კლიენტად რეგისტრაციის თარიღიდან. გრაფიკზე კლიენტები დაჯგუფებულია პერიოდების მიხედვით, მაგალითად 6 თვეზე ახალი კლიენტები, 2-დან 5 წლამდე კლიენტები, 10 წელზე მეტი ხნის კლიენტები და ა.შ.

<img src="https://mintcdn.com/optio/q-yshBO7g11tS_u5/images/common/customers_segment_designer_tenure.png?fit=max&auto=format&n=q-yshBO7g11tS_u5&q=85&s=3ef7fefb0c323f13708bbb4602bd569d" alt="Tenure" className="rounded-lg mx-auto" width="1865" height="956" data-path="images/common/customers_segment_designer_tenure.png" />

თუ კლიენტებზე რეგისტრაციის თარიღი შევსებული არ არის, ბლოკის სათაურთან გამოჩნდება სტანდარტული საინფორმაციო ნიშანი <Icon icon="triangle-alert" color="#E8BBD0" /> და კურსორის მიტანის შემდეგ, გამოჩნდება დეტალური ინფორმაცია, არასრული მონაცემების შესახებ.

#### კლიენტების გეოგრაფიული განაწილება

კლიენტების გეოგრაფიული განაწილების ბლოკი აჩვენებს კლიენტების განაწილებას ქალაქების მიხედვით. რაც უფრო მეტი კლიენტია თავმოყრილი ქალაქში, მითუ უფრო დიდია შესაბამისი ინდიკატორი რუკაზე. ინდიკატორზე კურსორის მიტანის შედეგად გამოჩნდება დეტალები ქალაქის და კლიენტების რაოდენობის შესახებ.

<img src="https://mintcdn.com/optio/q-yshBO7g11tS_u5/images/common/customers_segment_designer_location.png?fit=max&auto=format&n=q-yshBO7g11tS_u5&q=85&s=6f45315290fd8d31e5897a30e4e677c9" alt="Geographical Distribution" className="rounded-lg mx-auto" width="1867" height="958" data-path="images/common/customers_segment_designer_location.png" />

თუ კლიენტებზე რეგისტრაციის/რჩეული ფილიალი შევსებული არ არის, ბლოკის სათაურთან გამოჩნდება სტანდარტული საინფორმაციო ნიშანი <Icon icon="triangle-alert" color="#E8BBD0" /> და კურსორის მიტანის შემდეგ, გამოჩნდება დეტალური ინფორმაცია, არასრული მონაცემების შესახებ.

#### ციფრული აქტივობა

ციფრული აქტივობის ბლოკის მეშვეობით, შეგიძლიათ ნახოთ კლიენტების რა რაოდენობაა რეგისტრირებული თქვენს ციფრულ არხებში, ასევე როგორია მათი აქტივობა ციფრულ არხებში შესვლის და სხვადასხვა მოქმედებების განხორციელების მიხედვით. დიაგრამის თითოეულ ელემენტზე კურსორის მიტანისას გამოჩნდება ელემენტის შესაბამისი, დეტალური ინფორმაცია.

<img src="https://mintcdn.com/optio/q-yshBO7g11tS_u5/images/common/customers_segment_designer_digital_activity.png?fit=max&auto=format&n=q-yshBO7g11tS_u5&q=85&s=1bc98ddd8c4345127c75ed0a21a093a5" alt="Digital Channels" className="rounded-lg mx-auto" width="1870" height="963" data-path="images/common/customers_segment_designer_digital_activity.png" />

თუ კლიენტებზე ციფრულ არხში რეგისტრაციის/ციფრულ არხში აქტივობის ინფორმაცია შევსებული არ არის, ბლოკის სათაურთან გამოჩნდება სტანდარტული საინფორმაციო ნიშანი <Icon icon="triangle-alert" color="#E8BBD0" /> და კურსორის მიტანის შემდეგ, გამოჩნდება დეტალური ინფორმაცია, არასრული მონაცემების შესახებ.

#### პროდუქტების ფლობა

<img src="https://mintcdn.com/optio/q-yshBO7g11tS_u5/images/banking/banking_customers_segment_designer_products.png?fit=max&auto=format&n=q-yshBO7g11tS_u5&q=85&s=bf90326d4c71c3ccde591b4e7edae16b" alt="Segment Designer Products" className="rounded-lg mx-auto" width="1865" height="957" data-path="images/banking/banking_customers_segment_designer_products.png" />

#### ქულები და პროგნოზები

ქულების და პროგნოზების ბლოკის მეშვეობით შეგიძლიათ ნახოთ კლიენტების სხვადასხვა ტიპის ქულებისა და პროგნოზების ვიზუალიზაცია. თითოეული ქულის/პროგნოზისთვის გამოჩნდება ცალკე დიაგრამა, მონაცემის ტიპიდან გამომდინარე (მაგალითად ხაზოვანი, სვეტოვანი და ა.შ.)

<img src="https://mintcdn.com/optio/q-yshBO7g11tS_u5/images/banking/banking_customers_segment_designer_scores.png?fit=max&auto=format&n=q-yshBO7g11tS_u5&q=85&s=f3c6d0e08ca73ce72580549f28b9719a" alt="Segment Designer Scores" className="rounded-lg mx-auto" width="1868" height="963" data-path="images/banking/banking_customers_segment_designer_scores.png" />

თუ კლიენტებზე შესაბამისი ქულა/პროგნოზი შევსებული არ არის, ბლოკის სათაურთან გამოჩნდება სტანდარტული საინფორმაციო ნიშანი <Icon icon="triangle-alert" color="#E8BBD0" /> და კურსორის მიტანის შემდეგ, გამოჩნდება დეტალური ინფორმაცია, არასრული მონაცემების შესახებ.

#### კლიენტების სია

სეგმენტ დიზაინერში, გარდა ანალიტიკური ვიზუალიზაციისა, ასევე შესაძლებელია გაფილტრული კლიენტების სახელობითი სიის ნახვა, დამატებით ფილტრაცია, ექსპორტი და ა.შ. ამისათვის გამოიყენება სეგმენტ დიზაინერის ანალიტიკური ნაწილის `Customer List` ჩანართი. აღნიშნული ჩანართი წარმოადგენს [კლიენტების სიის](../persons/customer-list) ანალოგიურ ფორმას, შესაბამისად, მისი ფუნქციონალიც იდენტურია: შესაძლებელია კლიენტების დამატეიბთ ფილტრაცია, სორტირება და ყველა ის ოპერაცია, რაც სტანდარტული [ცხრილების](../quickstart/user-interface#ცხრილები) მეშვეობითაა შესაძლებელი.

<img src="https://mintcdn.com/optio/q-yshBO7g11tS_u5/images/common/customers_segment_designer_customer_list.png?fit=max&auto=format&n=q-yshBO7g11tS_u5&q=85&s=fd6222a0a75b318ca4d2e709073e9bbc" alt="Segment Designer Customer List" className="rounded-lg mx-auto" width="1875" height="957" data-path="images/common/customers_segment_designer_customer_list.png" />
