> ## Documentation Index
> Fetch the complete documentation index at: https://docs.optio.ai/llms.txt
> Use this file to discover all available pages before exploring further.

# კლიენტების სია

კლიენტების სია გამოიყენება პლატფორმაში არსებული კლიენტების/კონტაქტების სიასთან სამუშაოდ, ფილტრაციისა და ექსპორტისათვის. კლიენტების სიის ფორმაზე შესასვლელად დააჭირეთ მენიუს `Customers` → `Customer List` პუნქტს:

<img src="https://mintcdn.com/optio/6V7fOlN_yszv7BOJ/images/common/customer_list.png?fit=max&auto=format&n=6V7fOlN_yszv7BOJ&q=85&s=b206d0473a27065c83989ace3437df53" alt="Customer List" className="rounded-lg mx-auto" width="1877" height="962" data-path="images/common/customer_list.png" />

ამ ფორმაზე ჩანს ყველა არსებული კლიენტი/კონტაქტი, რომელიც სისტემაში ფაილის ატვირთვის ან სინქრონიზაციის შედეგად არის მოხვედრილი. ცხრილს აქვს ყველა სტანდარტული ფუნქცია: ფილტრაცია, სორტირება, სვეტების კონფიგურაცია და ექსპორტი.

ცხრილის ჩანაწერების ფილტრაცია შესაძლებელია შემდეგი ველებით:

* `Type` - ჩანაწერის ტიპის მიხედვით ფილტრაცია, შესაძლო მნიშვნელობები: `Lead` და `Customer`
* `Activity` - აქტიურია თუ არა კლიენტი, შესაძლო მნიშვნელობები: `Yes`, `No`
* `First Name` - კლიენტის სახელი
* `Last Name` - კლიენტის გვარი
* `Customer ID` - კლიენტის უნიკალური იდენტიფიკატორი. შეესაბამება ბიზნესის მხარეს არსებულ სისტემაში კლიენტის უნიკალურ იდენტიფიკატორს
* `Personal ID` - პირადი ნომერი
* `Email` - კლიენტის ელფოსტის მისამართი
* `Mobile` - კლიენტის მობილურის ნომერი
* `Registration Date` - კლიენტის რეგისტრაციის თარიღი
* `Registration Branch` - კლიენტის რეგისტრაციის ფილიალი
* `Registration Location` - კლიენტის რეგისტრაციის ფილიალის შესაბამისი ქალაქი
* `Registration Region` - კლიენტის რეგისტრაციის ფილიალის შესაბამისი რეგიონი
* `Preferred Branch` - კლიენტის რჩეული ფილიალი
* `Preferred Location` - კლიენტის რჩეული ფილიალის შესაბამისი ქალაქი
* `Preferred Region` - კლიენტის რჩეული ფილიალის შესაბამისი რეგიონი
* `Label` - კლიენტზე გაწერილი Label-ების სიმრავლე

კონკრეტული ფილტრის ტიპიდან გამომდინარე, ფილტრის შესაძლო მნიშვნელობები და შედარების პირობები შესაძლოა განსხვავდებოდეს. დეტალურად ფილტრების გამოყენები შესახებ, იხილეთ [ცხრილების ფილტრაცია](../quickstart/user-interface#ცხრილის-ფილტრაცია).

ნებისმიერი კლიენტის ჩანაწერზე, `Customer ID`, `Personal ID`, `First Name` ან `Last Name` ველებიდან ერთ-ერთზე დაჭერის შემდეგ, გაიხსნება ამ [კლიენტის პროფილის](../persons/Customer-360) ფორმა
