> ## Documentation Index
> Fetch the complete documentation index at: https://docs.optio.ai/llms.txt
> Use this file to discover all available pages before exploring further.

# შაბლონების მართვა

შაბლონების მართვის გვერდი გამოიყენება სხვადასხვა საკომუნიკაციო არხისთვის შაბლონების მართვისათვის. შესაძლებელია შაბლონების მართვა შემდეგი არხებისთვის `SMS`, `Email`, `Push`, `Call` და `Banner`.

ამ ფორმაზე ჩანს ყველა არსებული შაბლონი. შესაძლებელია შაბლონების ფილტრაცია, ფილტრების შენახვა, სიის სვეტების კონფიგურირება, არსებული შაბლონების რედაქტირება ან წაშლა და ახალი შაბლონების დამატება.

#### ახალი შაბლონის შექმნა

ახალი შაბლონის შესაქმნელად დააჭირეთ ფორმის ზედა მარჯვენა კუთხეში არსებულ `+ New` ღილაკს და აირჩიეთ სასურველი არხი:

<Accordion title="SMS შაბლონი">
  <img src="https://mintcdn.com/optio/MOmrmHtQinm9eLZN/images/common/campaigns_content_management_sms.png?fit=max&auto=format&n=MOmrmHtQinm9eLZN&q=85&s=fd11b3ac68a4beda0749ffb52cd6432a" alt="Content - SMS" className="rounded-lg mx-auto" width="975" height="478" data-path="images/common/campaigns_content_management_sms.png" />

  SMS შაბლონის სავალდებულო ველებია შაბლონის დასახელება და გასაგზავნი საკომუნიკაციო ტექსტი. მხოლოდ ამ ორი ველის შევსების შემდეგ გახდება აქტიური `Save` ღილაკი და შეძლებთ შაბლონის შენახვას.

  SMS შაბლონის შექმნა შეგიძლიათ 4 ენაზე და თითოეული ენისთვის ტრანსლიტერირებული შაბლონის დამატება. თავდაპირველად შაბლონის შექმნისას, ნაგულისხმევი ენა არის ქართული. SMS შაბლონის შექმნისას შეგიძლიათ გამოიყენოთ დინამიური ცვლადები: `Name`, `Vocative Name` და `Unsubscribe`.

  კომპანიის მოთხოვნიდან გამომდინარე დინამიურ ცვლადების შესაძლოა დაემატოს სხვადასხვა ცვლადები რომელიც გამოიყინება პერსონიფიცირებული, კლიენტზე მორგებული კომუნიკაციისას. მაგალითად:

  * `Name` ცვლადის არჩევისას, პერსონიფიცირებულ კამპანიაში, აღნიშნული ცვლადის  ადგილას კლიენტის სახელი ავტომატურად ჩაჯდება
  * `Vocative Name` პარამეტრის არჩევისას, ჩანაცვლება მოხდება კლიენტის სახელის წოდებით ბრუნვაში ჩასმული ფორმით
  * `Unsubscribe` პარამეტრის არჩევისას, შეტყობინების ბოლოში ავტომატურად ჩაჯდება SMS Off-ის შესაბამისი ტექსტი, წინასწარ კონფიგურირებული ტელეფონის ნომრით, მითითებულ Sender-ზე.

  იმისათივს რომ კონტენტში ავტომატურად მოხდეს აღნინული ცვლადების ჩანაცვლება, ბაზაში მოწესრიგებული ფორმით უნდა იყოს გაწერილი აღნიშნული ცვლადების შესაბასიმი ინფორმაცია.

  `Enable Transliteration` ჩართვის შემდეგ, გამოდის დამატებითი ველები ტრანსლიტერირებული ტექსტისთვის, Content-ის ანალოგიური ვიზუალით და ფუნქციებით.

  <Note>გაითვალისწინეთ: `Default Language` ღილაკის ჩართვისას, აღნიშნული ენის კონტენტი გახდება ნაგულისხმევი და იმ შემთხვევაში თუ კლიენტს არ აქვს დაკონკრეტებული სასურველი საკომუნიკაციო ენა, შეტყობინება მიუვა ნაგულისხმევ ენაზე.</Note>

  SMS კონტენტში შესაძლებელია გამოიყენოთ ერთი ან მეტი ბმული. პლატფორმა ავტომატურად მოახდენს ბმულების შემოკლებას და შემდგომ ტრეკინგს. აღნიშნული ფუნქციონალის მეშვეობით, შეძლებთ კლიენტის დონეზე გქონდეთ ბმულებზე გადასვლის ანალიტიკა.

  <Note>გაითვალისწინეთ: იმისათვის, რომ სისტემამ მოახდინოს ბმულების შემოკლება და ტრეკინგი, აუცილებელია ბმული აკმაყოფილებდეს ფორმატს: [http://address.com](http://address.com) ან [https://address.com](https://address.com)</Note>
</Accordion>

<Accordion title="Email შაბლონი">
  Email შაბლონის შესაქმნელად გვაქვს ორი ტიპის რედაქტორი:

  * `Design Editor` - შაბლონის აწყობა შესაძლებელია ვიზუალური კომპონენტებით, პლატფორმის ფარგლებში
  * `Code Editor` - შაბლონი შეგიძლიათ ააწყოთ გარე სისტემაში და დააიმპორტოთ ოპტიოში, მზა HTML-ის სახით

  ორივე რედაქტორის შემთხვევაში, სავალდებულო ველებია `Title`, `Subject` და `Content`.

  `Subject` და `Content` ველებში შესაძლებელია დინამიური ცვლადების გამოყენება:

  * `Name` ცვლადის არჩევისას, პერსონიფიცირებულ კამპანიაში, აღნიშნული ცვლადის  ადგილას კლიენტის სახელი ავტომატურად ჩაჯდება
  * `Vocative Name` პარამეტრის არჩევისას, ჩანაცვლება მოხდება კლიენტის სახელის წოდებით ბრუნვაში ჩასმული ფორმით

  იმისათივს რომ კონტენტში ავტომატურად მოხდეს აღნინული ცვლადების ჩანაცვლება, ბაზაში მოწესრიგებული ფორმით უნდა იყოს გაწერილი აღნიშნული ცვლადების შესაბასიმი ინფორმაცია.

  Email კონტენტში შესაძლებელია გამოიყენოთ ერთი ან მეტი ბმული. პლატფორმა ავტომატურად მოახდენს ბმულების შემოკლებას და შემდგომ ტრეკინგს. აღნიშნული ფუნქციონალის მეშვეობით, შეძლებთ კლიენტის დონეზე გქონდეთ ბმულებზე გადასვლის ანალიტიკა.

  <Note>გაითვალისწინეთ: იმისათვის, რომ სისტემამ მოახდინოს ბმულების შემოკლება და ტრეკინგი, აუცილებელია ბმული აკმაყოფილებდეს ფორმატს: [http://address.com](http://address.com) ან [https://address.com](https://address.com)</Note>
</Accordion>

<Accordion title="Call შაბლონი">
  Call შაბლონის აუცილებელი ველებია `Title` და `Content`. SMS შაბლონის მსგავსად, აქაც გვაქვს დინამიური ცვლადების გამოყენების შესაძლებლობა.

  მარჯვენა მხარეს არსებულ `Preview` ფანჯარაში ჩანს, თუ როგორ გამოჩნდება შაბლონი ვიზუალურად. ისევე როგორც `SMS` და `Email` შაბლონებში, Preview-ში, დინამიური ცვლადების ადგილას გამოჩნდება შემთხვევითი მონაცემები.

  <img src="https://mintcdn.com/optio/MOmrmHtQinm9eLZN/images/common/campaigns_content_management_call.png?fit=max&auto=format&n=MOmrmHtQinm9eLZN&q=85&s=261ff5875b439c4bd5bf1e05af50057c" alt="Content - Call" className="rounded-lg mx-auto" width="975" height="307" data-path="images/common/campaigns_content_management_call.png" />
</Accordion>

<Accordion title="Banner შაბლონი">
  Banner შაბლონში აუცილებელი ველებია `Title` და `Content`. შესაძლებელია 4 ენაზე ბანერის ატვირთვა. ერთი ბანერის ზომის მაქსიმალური შეზღუდვაა 3mb.

  <img src="https://mintcdn.com/optio/MOmrmHtQinm9eLZN/images/common/campaigns_content_management_banner.png?fit=max&auto=format&n=MOmrmHtQinm9eLZN&q=85&s=5ae6b955222a0edf017854fbf717a0a3" alt="Content - Call" className="rounded-lg mx-auto" width="975" height="478" data-path="images/common/campaigns_content_management_banner.png" />
</Accordion>
