> ## Documentation Index
> Fetch the complete documentation index at: https://docs.optio.ai/llms.txt
> Use this file to discover all available pages before exploring further.

# კამპანიების სია

კამპანიების სია გამოიყენება პლატფორმაში არსებული ყველა ტიპის კამპანიის ფილტრაციისა და ექპორტისთვის. კამპანიების სიის ფორმაზე შესასვლელად დააჭირეთ მენიუს `Engager` → `Campaign List` პუნქტს. ამ ფორმაზე ჩანს ნებისმიერი კამპანია, ნებისმიერ სტატუსში: `Active`, `Completed`, `Preparing`, `Cancelled`, `Approval Pending` და `Draft`.

ცხრილს აქვს ყველა სტანდარტული ფუნქცია: ფილტრაცია, სორტირება, სვეტების კონფიგურაცია და ექსპორტი. კამპანიის ID ან Name დაჭერის შემთხვევაში იხსნება კამპანიის დეტალური გვერდი. ასევე, ამ გვერდზე არის `Create Campaign` ღილაკი, რომელზე დაჭერის შემდეგაც გადადიხართ კამპანიის აწყობის გვერდზე.

<img src="https://mintcdn.com/optio/RZoYOvoy6BkvPOJu/images/common/campaigns_campaign_list.png?fit=max&auto=format&n=RZoYOvoy6BkvPOJu&q=85&s=a38ac751db58e3f804b5108bde397cce" alt="Campaign List" className="rounded-lg mx-auto" width="1867" height="940" data-path="images/common/campaigns_campaign_list.png" />

ცხრილის ჩანაწერების ფილტრაცია შესაძლებელია შემდეგი ველებით:

* `Status` - ჩანაწერის ტიპის მიხედვით ფილტრაცია, შესაძლო მნიშვნელობები: Draft; Active; preparing; Completed
* `Type` - კამპანიის ტიპი, შესაძლო მნიშველობებია: `Offer`, `Traffic` `Informational`
* `ID` - კამპანიის უნკალური `ID`
* `Name` - კამპანიის დასახელება
* `Channel` - კამპანიის საკომუნიკაციო არხები
* `Audience Size` - კამპანიაში მოხვედრილი კლიენტების რაოდენობა
* `Create Date` - კამპანიი შექმნის თარიღი
* `Activation Date` - კაპანიის გააქტიურების თარიღი
* `Modified Date` - კამპანიის მოდიფიკაციის თარიღი
* `End Date` - კამპანიის დასრულების თარიღი
* `Creator` - კამპანიის შემქმნელი
* `Approver` - კამპანის დამდასტურებელი
* `Conversion` - კამპანიის კონვერსიის პროცენტული მაჩვენებელი
* `Delete` - დრაფტ სტატუსის მქონე კამპანიის  წაშლის ღილაკი (მხოლოდ ამ სტატუსის მქონე კამპანიის წაშლაა შესაძლებელი)
