> ## Documentation Index
> Fetch the complete documentation index at: https://docs.optio.ai/llms.txt
> Use this file to discover all available pages before exploring further.

# ფილიალში განაწილება

Call Distribution გამოიყენება სატელეფონო კამპანიების მართვისთვის რეგიონალური მენეჯერის და ფილიალის მენეჯერის როლიდან. განაწილების ფორმაზე შესასვლელად დააჭირეთ მენიუს Engager → Call Distribution პუნქტს.

ამ ფორმაზე ჩანს გასანაწილებელი, მიმდინარე და დასრულებული კამპანიების ცხრილი. ცხრილს აქვს ყველა სტანდარტული ფუნქცია: ფილტრაცია, სორტირება, სვეტების კონფიგურაცია და ექსპორტი.

ცხრილის ჩანაწერების ფილტრაცია შესაძლებელია შემდეგი ველებით:

* `Campaign` - კამპანიის უნიკალური იდენტიფიკატორი და კამპანიის დასახელება
* `Call From` -
* `Distributed By` -
* `Assign To` -
* `Audience Size` - მომხმარებლების საერთო რაოდენობა რეგიონის ან ფილიალის ჭრილში
* `Distributed` - განაწილებული მომხმარებლების რაოდენობა
* `Pending` - გასანაწილებელი მომხმარებლების რაოდენობა
* `Activation Date` - კამპანიის გააქტიურების თარიღი
* `Start Date` - ტალღის გაშვების თარიღი
* `End Date` - კამპანიის დასრულების თარიღი
* `Contact` - განხორციელებული და განსახორციელებელი ზარების ანალიტიკა
* `Engagement` - ჩართულობის ანალიტიკა, შეთავაზებების სტატუსის მიხედვით

ამ ფორმაზე რეგიონალური მენეჯერი ხედავს ყველა კამპანიას, თავისი რეგიონის ფარგლებში. აუდიენციაში ჩანს, მხოლოდ მის რეგიონში არსებული კლიენტები.

სასურველი  კამპანი(ებ)ის მონიშვნისას, აქტიურდება ზედა მარჯვენა კუთხეში არსებული ღილაკი `Change Assignment`. მასზე დაჭერის შემდეგ, გამოდის განაწილების ცვლილების ფორმა

<img src="https://mintcdn.com/optio/MOmrmHtQinm9eLZN/images/common/campaigns_campaign_channel_call_distribution.png?fit=max&auto=format&n=MOmrmHtQinm9eLZN&q=85&s=86b4756b0f8fa8c848abbd50b7813b27" alt="Call Distribution" className="rounded-lg mx-auto" width="512" height="237" data-path="images/common/campaigns_campaign_channel_call_distribution.png" />

* `Distributed By` ველში შესაძლებელია განაწილების არჩევა ან ფილიალებზე ან თანამშრომლებზე
* `Position` ველში შეგიძლიათ აირჩიოთ თანამშრომლის პოზიცია(ები), რომლებზეც გსურთ კამპანიის განაწილება. ფრჩხილებში თითოეულ პოზიციას აქვს გაწერილი ამ პოზიციაზე არსებული თანამშრომლების რაოდენობა.
* `Assign To` ველში შესაძლებელია ორი მეთოდით განაწილება: `Automatically` ან `Manually`
  \-- `Automatically` განაწილებისას კლიენტების არსებულ რაოდენობას თანაბრად გაანაწილებს არსებულ თანამშრომლებზე
  \-- `Manual` განაწილებისას შეგიძლიათ აირჩიოთ კონკრეტული თანამშრომელი(ები), ვისზეც გსურთ კამპანიის განაწილება

კამპანიის `Name` დაჭერის შემთხვევაშიც იხსნება ამ კამპანიის განაწილების დეტალური გვერდი.

ცხრილს აქვს ყველა სტანდარტული ფუნქცია: ფილტრაცია, სორტირება, სვეტების კონფიგურაცია და ექსპორტი.

ცხრილის ჩანაწერების ფილტრაცია შესაძლებელია შემდეგი ველებით:

* `Customer ID` კლიენტის უნიკალური იდენტიფიკატორი
* `Personal ID` კლიენტის პირადი ნომერი
* `Customer Name` კლიენტის სახელი და გვარი
* `Assign To` თანამშრომელი, რომელზეც განაწილებულია კლიენტი
* `Distribution Branch` კლიენტის განაწილების ფილიალი
* `Registration Branch` კლიენტის რეგისტრაციის ფილიალი
* `Registration City` კლიენტის რეგისტრაციის ქალაქი
* `Preferred Branch` კლიენტის რჩეული ფილიალი
* `Preferred City` კლიენტის რჩეული ქალაქი
* `Start Date` ტალღის დაწყების თარიღი
* `End Date` კამპანიის დასრულების თარიღი
* `Call Status` კომუნიკაციის სტატუსი
* `Offer Status` შეთავაზების სტატუსი
* <Icon icon="eye" /> ზარის ისტორიის ნახვის ღილაკი

<img src="https://mintcdn.com/optio/MOmrmHtQinm9eLZN/images/common/campaigns_campaign_channel_call_distribution_customers.png?fit=max&auto=format&n=MOmrmHtQinm9eLZN&q=85&s=3144903b5f53ef1a56b289a39684d006" alt="Call Distribution" className="rounded-lg mx-auto" width="975" height="477" data-path="images/common/campaigns_campaign_channel_call_distribution_customers.png" />

კამპანიის დეტალური სიიდან კლიენტების განაწილებაც ანალოგიური პრინციპით მუშაობს, როგორც მთავარი სიიდან მთლიანი კამპანიის განაწილება. განსხვავებულია, მხოლოდ `Credit Expert`-ით გაშვებული კამპანიის განაწილება. ამ შევთხვევაში `Distributed By` და `Position` ველები ავტომატურად შევსებულია და მხოლოდ კრედიტ ოფიცრის ცვლილებაა შესაძლებელი.

<img src="https://mintcdn.com/optio/MOmrmHtQinm9eLZN/images/common/campaigns_campaign_channel_call_distribution_credit_officer.png?fit=max&auto=format&n=MOmrmHtQinm9eLZN&q=85&s=8d13410662f6cd83a74e5f9dbb77ceca" alt="Call Distribution" className="rounded-lg mx-auto" width="975" height="456" data-path="images/common/campaigns_campaign_channel_call_distribution_credit_officer.png" />
